სამი ევროპული რეცეპტი - სოსისი და სარდელი ამგვარად ჯერ არ მოგიმზადებიათ - Gemrielia.ge

სამი ევროპული რეცეპტი - სოსისი და სარდელი ამგვარად ჯერ არ მოგიმზადებიათ

სოსისი, სარდელი - ის ხორცპროდუქტებია, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდვადი პროდუქტია ყოველდღიურად.

 

მათგან მრავალი განსხვავებული სახის კერძის მომზადება შეიძლება და სწორედ ეს აძლევს ამ პროდუქტს ყველაზე მეტ ხიბლს. მათ ვისაც უყვარს ექსპერიმენტები კვებაში ჩვენ სამ არაჩვეულებრივ რეცეპტს გთავაზობთ!

 

1.  სარდელი შვეიცარიულად 

 


 

დაგჭირდებათ :

4 სარდელი 

2 ნაჭერი ყველი ემენტალი 4–5 მმ

4 ნაჭერი ბეკონი
 

მომზადება:
სარდელი გაჭერით შუაზე, ოღონდ არ გაჭრათ ბოლომდე. დაახლოებით  5–7 მმ დატოვეთ.ყველი პატარა სამკუთხედებად დაჭერით და ჩადეთ გაჭრილ სარდელებში. ყველა სარდელს შემოახვიეთ ბეკონის თხელი ნაჭერი. შეწვით საშუალო ცეცხლზე, ტაფაზე ყველა მხრიდან.
მიირთვით მდოგვთან ერთად.

 


2. კორნ-დოგი, ანუ სოსისი ხრაშუნა ცომში

 


კორნ-დოგი ამერიკული კერძია, რომელიც იდეალურია ახალგაზრდული წვეულებისთვის.  
 

დაგჭირდებათ:

„ნიკორას რძიანი“ სოსისი 8 ცალი;
ხორბლის ფქვილი 100 გრ;
სიმინდის ფქვილი 100 გრ;
რძე - 3 ს/კ   
შაქარი 2 ს/კ
დაფქული წიწაკა გემოვნებით;
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
მარილი ½ ჩ/კ
ზეთი 300 გრ.
 

მომზადება:
შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები (ხორბლის ფქვილის გარდა), დაუმატეთ კვერცხი,  ნელ-ნელა ჩაასხით რძე და მოზილეთ სქელი ცომი.  გადაასხით ცალკე ჭურჭელში.
სოსისებს გაუყარეთ ხის გრძელი ჩხირები, ამოავლეთ ხორბლის ფქვილში და ჩააწეთ ცომიან ჭურჭელში. შეწვით გახურებულ ზეთში.
შებრაწული კორნ-დოგები ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ და დააცადეთ, რომ ხელსახოცმა ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს.

 

3. ვახშამი სოსისით, კვერცხით და ხახვით - ევროპულად


ეს კერძი განსაკუთრებით უყვართ პატარა ფრანგული რეგიონში, რომელიც გერმანიისა და შვეიცარიის საზღვართან მდებარეობს. მას - ელზასი ჰქვია. ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს სწორედ ამ რეგიონიდან.


დაგჭირდებათ:

 სოსისი 200 გრ
წითელი ხახვი ½ ც.
კვერცხი 1 ც.
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
ღვინის ძმარი 1 ს/კ
მარილი, პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:
მოხარშეთ სოსისი და გაჭერით შუაზე. დადეთ თეფშზე. 
კვერცხი მოხარშეთ, ცილა წვრილად დაჭერით, გული ჩანგლით დასრისეთ. მოაყარეტ მარილი, პილპილი. შეურიეთ ღვინის ძმარი და  ზეითუნის ზეთი, რომ სქელი სოუსი მიიღოთ. 
ხახვი დაჭერით რგოლებად. სოსისს წაუსვით სოსუსი და ზემოდან მორთეთ ხახვით.  

 

გემრიელად მიირთვით და აუცილებლად გასინჯეთ ნიკორას  პროდუქტები  ახალ შეფუთვებში.