სწრაფი რეცეპტები ხორცპროდუქტებისგან და სასმელი, რომელიც სხვადასხვა სახეობის სოსისს უხდება - Gemrielia.ge

სწრაფი რეცეპტები ხორცპროდუქტებისგან და სასმელი, რომელიც სხვადასხვა სახეობის სოსისს უხდება

ჩვენს დროში დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სულ უფრო ნაკლები დრო რჩება სამზარეულოში ტრიალისთვის. სწორედ ამიტომაც სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ნახევრად მზა საკვები. 


ნახევარფაბრიკატები და ხორცპროდუქტები, რომელთა მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო და რესურსი. თანამედროვე სამზარეულო და ახალი რეცეპტები მაქსიმალურად გვიიოლებს კერძების მომზადებას.

 

გაზაფხული შესანიშნავი დროა, მოაწყო პიკნიკი მეგობრებთან ერთად და გაატარო დასვენების დღეები, თუნდაც ვერანდაზე. თუ სამზარეულოში დიდხანს ტრიალის დრო არ გაქვთ, მაგრამ გემრიელი კერძების დაგემოვნება გიყვართ, აუცილებლად გაუსინჯეთ გემო ამ ოთხ მარტივ რეცეპტს, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ.


 

1. კარტოფილი ბავარიული შაშხით

 

თუ თავს გურმანად მიიჩნევთ, ეს კერძი უნდა გასინჯოთ. მას ძალიან უხდება ლუდი.

ინგრედიენტები:

კარტოფილი 6 ცალი
"ლიდერფუდის" ბავარიული შაშხი - 6 ნაჭერი

ნიორი 2-3 კბილი
ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.
დარბილებული კარაქი 30 გ
მსხვილი მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, ჩაჭერით 3-4 მმ-ის ფირფიტებად, მაგრამ ძირი არ დაუზიანოთ. ფორფიტებს შორის ნივრის თხელი ნაჭრები და დაჭრილი შაშხი ჩაუდეთ, ზემოდან კარაქი გადაუსვით, ცოტა ზეთი მოასხით და შეწვით 220 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი, სანამ არ დაიბრაწება და ხრაშუნა არ გახდება.



2. სარდელი ბავარიული - მაკარონითა და მდნარი ყველით

 

თუ თავს გურმანად მიიჩნევთ, ეს კერძი უნდა გასინჯოთ. უხდება რქაწითელი.

ინგრედიენტები:

ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
"ლიდერფუდის" ბავარიული სარდელი 4 ც

მაკარონი 500 გ
ბაზილიკი 1 ჩ/კ
ყველი გახეხილი 1/3 ჭიქა.

მომზადების წესი:

ნახევარი ზეთი შეათბეთ ტაფაზე. შეწვით სარდელი, გადაიტანეთ თეფშზე.
მოხარშეთ მაკარონი პაკეტზე დატანებული ინსტრუქციის მიხედვით. გადაწურეთ. მოაყარეთ ბაზილიკი, დაჭრილი სარდელი და გახეხილი ყველი. შეაცხელეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე ყველი არ დადნება. 

3. შაშხის ბლინები 

 

ირველ რიგში, უნდა მოამზადოთ თხელი ბლინები. უხდება ლუდიც და ღვინოც.

დაგჭირდებათ:

"ლიდერფუდის" შაშხი სამეფო სანელებლებით 

ზეთი - 3 ს.კ.
შაქარი - 3 ს.კ.
ფქვილი - 1.5 ჭიქა
რძე - 3 ჭიქა
კვერცხი - 3
მარილი

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ აქაფებამდე, დაამატეთ 1 ჭიქა რძე, მარილი, შაქარი. შემდეგ თანდათან დაამატეთ ფქვილი. კარგად ათქვიფეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. დაამატეთ დარჩენილი რძე და ზეთი. 
ტაფა, რომელიც არ იკრავს, საშუალო ცეცხლზე გაახურეთ, მოუსვით ზეთით გაჟღენთილი ხელსახოცი პირველი ბლინის გამოცხობის წინ. 
დაასხით ცომი და გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან. ცოტათი დაბრაწეთ. 
თითოეულ ბლინში ჩადეთ „ლიდერფუდის“ შაშხის თხელი ნაჭერი, სამეფო სანელებლებით და გადაახვიეთ. შაშხს გადაუსვით მშრალი აჯიკა.

4. მაფინი მონადირული ძეხვით

 

შეგიძლიათ მიირთვათ ლუდთან ერთად.

ინგრედიენტები:

"ლიდერფუდის" მონადირული ძეხვი 3-4 ც

რძე - 350 მლ
კარაქი - 150 გ
კვერცხის გული - 2 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - 300 გ
გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

მოვამზადოთ მაფინების ცომი. ერთმანეთში აურიეთ კარაქი, კვერცხი და რძე. ურიეთ ფრთხილად, სანამ ყველაფერი კარგად არ გაიხსნება.
ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი და მარილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი. შემდეგ კი ეს ყველაფერი დაუმატეთ კვერცხისა და რძის ნაზავს.
მაფინის ფორმების 1/3-ში ჩაასხით ცომი და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით.
სანამ ბოლომდე გამოცხვება, გამოიღეთ, ჩადეთ დაჭრილი მონადირული ძეხვი და შეაბრუნეთ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!