რატომ ჯობს შინ მომზადებული ნაყინი მაღაზიაში ნაყიდს? - Gemrielia.ge

რატომ ჯობს შინ მომზადებული ნაყინი მაღაზიაში ნაყიდს?

ზაფხულის ცხელ დღეებში ნაყინით გაგრილება ყველასთვის სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა,რომ , ამ მხრივ,  ბაზარზე დიდი არჩევანია, ზოგიერთი ადამიანი მაინც სახლში გაკეთებულ ნაყინს ამჯობინებს.  ეს ლოგიკურიცაა, რადგან არაფერი შეედრება სახლში მომზადებული ნაყინის გემოს. ალბათ, ბევრი თქვენგანი ფიქრობს,რომ ნაყინის მომზადება რთულია ან დიდ დროს მოითხოვს . სიმართლე გითხრათ, მეც მიფიქრია ამაზე, შემდეგ გადავწყვიტე, ნაყინის აპარატი მეყიდა, რომელიც ძალიან იაფიცაა და თან,  15 წუთში ამზადებს უგემრიელეს ნაყინს! ეს არის Kenwood-ის ბრენდის აპარატი,რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია, უმაღლესი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო.


რატომ უნდა მოვამზადოთ ნაყინი სახლში?


პირველ რიგში იმიტომ , რომ ნაყინის აპარატის დახმარებით მისი მომზადება ძალიან მარტივია. რაც შეეხება ინგრედიენტებს, ადამიანთა 80%-ს ისინი სახლშიც მოეპოვება. მთავარი ის არის, რომ ნაყინის მოსამზადებლად სულაც არ არის მკაცრი წესების დაცვა საჭირო. პირიქით, შეგიძალიათ, თავადვე შექმნათ სასურველი რეცეპტი და გამოიგონოთ ინოვაციური ნაყინი.

 


კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს იმისა თუ რატომ სჯობს სახლში მომზადებული ნაყინი ნაყიდს:  ამზადებთ ინდივიდუალური რეცეპტით, საკუთარი ფანტაზიის დ აახალ-ახალი იდეების საშუალებით, ინგრედიენტებისა და შაქრის სასურველი დოზირებით, ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერ დროს, რადგან ამ აპარატით ნაყინის მომზადება არის ადვილი და სახალისო პროცესი, რომელიც არ მოითხოვს არც დიდ დროს და არც დიდ ფიზიკურ რესურსს. ვინაიდან ქარხანაში დამზადებული ნაყინი, კონსისტენციის დიდხანს შესანარჩუნებლად გაჯერებულია უამრავი ქიმიური ნივთიერებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაც ის არის, რომ სახლში მომზადებულ ნაყინს არ სჭირდება არანაირი ქიმიური დანამატი და თქვენ გაქვთ საშუალება თქვენივე ხელით დაამზადოთ ჯანსაღი პროდუქტი თქვენი შვილებისა და ოჯახის წევრებისთვის/ახლობლებისთვის.

 

როგორ უნდა მოვამზადოთ ამ მოწყობილობით ნაყინი?

 

 

ნაყინის მომზადებას არ სჭირდება რაიმე სპეციფიკური ცოდნა.  ახლა კი აგიხსნით, თუ როგორია უშუალოდ მომზადების პროცესი. დაგჭირდებათ რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტი:

ვანილი

შაქარი

რძე

მომზადება:
ყველა ინგრედიენტს ათავსებთ დანადგარში და დაახლოებით 15-20 წუთში უგემრიელესი ნაყინი მზადაა!

გაითვალისწინეთ, ინგრედიენტები არ არის მკაცრად განსაზღვრული. მთავარია, გქონდეთ რძე და შაქარი, შემდეგ კი შეგიძლიათ, დაამატოთ ნებისმიერი ხილი. 
თუ ნაყინი თხევადი ან რბილი აღმოჩნდა, სრულად გაყინვისთვის მოათავსეთ ცოტა ხნით საყინულეში.