რას მიირთმევენ სუმოისტები იმისათვის, რომ ულევი ენერგია ჰქონდეთ? - Gemrielia.ge

რას მიირთმევენ სუმოისტები იმისათვის, რომ ულევი ენერგია ჰქონდეთ?

ითვლება, რომ სუმოისტები მძიმეწონიანები იმიტომ არიან, რომ მხოლოდ ჭამენ და სძინავთ. ეს რა თქმა უნდა, მცდარი მოსაზრებაა.

სუმოისტები იმდენს ჭამენ, რამდენსაც მათი ვარჯიშით გადაღლილი ორგანიზმი ითხოვს.

მათ რაციონში არსებობს საფირმო კერძი - ტიანკო, რომელიც, როგორც პროფესიონალები ამტკიცებენ, არა მხოლოდ მასის მომატებას იწვევს, არამედ სპორტსმენებს საოცარ ძალას ჰმატებს. 


მთავარი საიდუმლო - დღის განსაკუთრებული რეჟიმია, დიდი ულუფები და ორჯერადი კვება. 
სუმოისტები დილით ადრე დგებიან და უზმოზზე იწყებენ და ფაქტობრივად შუადღემდე ვარჯიშობენ. შემდეგ იღებენ ცხელ აბაზანას და საუზმობენ - დაახლოებით 5-6 ჩვეულებრივი ულუფით. დასაშვებია, ლუდი და საკეც. საუზმის შემდეგ აუცილებელია ძილი - 3-საათიანი და შემდეგ კვლავ ვარჯიში.


სადილი (უფრო სწორად უკვე ვახშამი) საღამოს აქვთ.  ულუფების ზომა არ უნდა ჩამოუვარდეს საუზმისას. 
რას მიირთმევებ? ძირითადი კერძს ქვია „ტიანკო“ ან „ტიანკო-ნაბე“.

 


რეცეპტი ასეთია: პარკოსნებისგან მომზადებულ ბულიონს, უმატებენ ნიორს, ჯანჯაფილს, ქუნჯუთის ზეთს და სოიოს სოუსს. ამ ბულიონში ხარშავენ ღორის, საქონლის, ან ქათმის ხორცს. ასევე შესაძლებელია თევზი, კრევეტები, კიბორჩხალა და მოლუსკები. გარნირად - სოკო, ტოფუ, ბადრიჯანი, ჩინური კომბოსტო, კვერცხი, წყალმცენარეები, სტაფილო, ბოლოკი, ისპანახი, იაპონური ლაფშა, ბრინჯის ბლითები.

 


რამდენიმე წელიწადში ამ დიეტით სუმოისტის წონა 150-200 გკ-ს აღწევს. ხოლო ყველაზე მძიმეწონიანი სუმოისტი 2,03 მ სიმაღლეზე 313 კგ-ს აღწევს. 


იმისათვის, რომ ძალები მოიკრიბონ, სუმოისტები „ტიანკო-ნაბეს“ დღეში ორჯერაც მიირთმევენ. იაპონურიდან სიტყვა „ტიანკო-ნაბე“ - სუმოისტის კერძს ნიშნავს. 

 

წაიკითხეთ ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) უცნობი ბიოგრაფია...