1-კვირიანი „კიტრის დიეტა“ წმენდს საკვების ნარჩენებისგან დაბინძურებულ ნაწლავებს (7 დღის მენიუ)
ყველა დიეტას თავისი სეზონი აქვს. ახლა სწორედ ის დროა, განტვირთვის დღეები კიტრის დიეტით გავაკეთოთ და ცხელ სეზონს ფორმაში შევხვდეთ. კვების ეს რეჟიმი არა მხოლოდ წონის კლებას შეუწყობს ხელს, არამედ გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან, გამოგისწორებთ კანის მდგომარეობას და მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას.
კიტრის დიეტა დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ თქვენ იღებთ დიდი რაოდენობით წყალს და მცენარეულ უჯრედისს. ერთიცა და მეორეც ქორფა კიტრში საკმარისზე მეტია, ეს ბოსტნეული ხომ 95 %-ით წულისგან შედგება.
უჯრედისი კი, რომელსაც კიტრი შეიცავს, ჩვენ ორგანიზმში მოხვედრისას მუშაობს, როგორც „ცოცხი“ და წმენდს საკვების ნარჩენებისგან დაბინძურებულ ნაწლავებს. შეგიძლიათ მოაწყოთ კვირაში 1 ან 2 განტვირთვის დღეს კიტრზე ან ჩაიტაროთ გენერალური დასუფთავება და გააკეთოთ 7-14 დღიანი კიტრის დიეტა.
ნებისმიერი დიეტის ან განტვირთვის დღის წესია - არ მიიღოთ მარილიანი პროდუქტები, თავად მარილი და ალკოჰოლი. დღეში რეკომენდებულია იკვებოთ 5-6 ჯერ, რათა დღის კალორიულობის ნორმამ 800 კკალ შეადგინოს.
კიტრის ერთკვიანი დიეტა
ორშაბათი
საუზმე: ჭვავის პური (ერთი ნაჭერი) + 2 ქორფა კიტრი;
სამხარი: 1 გრეიპფრუტი
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (ყაბაყით, ბროკოლით, ნიახურის ბოლქვით) + მწვანე ვაშლი.
ვახშამი: სალათა (ქორფა კიტრით, მწვანილით, ზეთით).
წყალი, ჩაი, ნატურალური წვენები შეუზღუდავად.
სამშაბათი
საუზმე: ჭვავის პური (ერთ ნაჭერი) + ერთი ქორფა კიტრი
სამხარი: მწვანე ვაშლი
სადილი: 50 გ მოხარშული საქონლის ხორცი + სალათა ბოლოკის, კიტრისა და მწვანილისგან.
ვახშამი: გაიმეორეთ იგივე სალათა, რაც სადილზე გქონდათ.
ოთხშაბათი
საუზმე: მარცვლეულის პური + 2 ქორფა კიტრი;
სამხარი: ქორფა კიტრი
სადილი: 100 გ ორთქლზე მომზადებული თევზი + 100 გ მოხარშული ბრინჯი + ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილი
ვახშამი: სალათა ბოლოკით, კიტრით, მწვანილით, მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთით.
ხუთშაბათი
საუზმე: ჭვავის პურის ერთი ნაჭერი + 1 კიტრი
სამხარი: მსხალი
სადილი: 100 გ მოხარშული შებოლილი ბრინჯი + 50 გ უცხიმო ყველი (17 %-იანი) + კიტრი.
ვახშამი: სალათა კიტრით, მწვანილითა და ზეთით.
პარასკევი
საუზმე: 2 კიტრი + მარცვლეულის პურის ერთი ნაჭერი
სამხარი: მწვანე ვაშლი
სადილი: სალათა (კიტრი, სტაფილო, მწვანილი, ბოლოკი, კომბოსტო) + ფორთოხალი.
შაბათი
საუზმე: ქორფა კიტრი + ჭვავის პური (1 ნაჭერი).
სამხარი: გრეიპფრუტი (1 ცალი);
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (იგივე, რაც პირველი დღის მენიუში) + მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: კიტრის, მწვანილისა და ზეთის სალათა.
კვირა
საუზმე: 2 კიტრი + ჭვავის პური
სამხარი: ქორფა კიტრი
სადილი: წვნიანი (იგივე, რაც 1 და მე-6 დღის მენიუშია) + ვაშლი.
ვახშამი: კიტრისა და მწვანილის სალათა.
კიტრის წყალი
კიტრის წყალი - კალორიული ლიმონათების შესანიშნავი ალტერნატივაა.
თუკი გაიხადეთ წესად დღის განმავლობაში მიიღოთ 6-8 ჭიქა წყალი, აუცილებელი არ არის, ის იყოს ჩვეულებრივი. დაჭერით თხელ ნაჭრებად 2 ქორფა კიტრი, მოათავსეთ გრაფინში და დაასხით სუფთა წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი და სვით მთელი დღის განმავლობაში. გარდა კიტრისა, ჩვეულებრივი წყალი შეგიძლიათ გაამდიდროთ ლიმონით ან ლაიმით, პიტნის ფოთლებით და ჯანჯაფილის ფესვით.
კიტრის წყალი ხელს უწყობს წონის კლებას, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, ასუფთავებს კანს, აჯანსაღებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.