მარტივი და გემრიელი რეცეპტები ნიკორას ახალი, მინი-სოსისებისგან - Gemrielia.ge

მარტივი და გემრიელი რეცეპტები ნიკორას ახალი, მინი-სოსისებისგან

წარმომავლობა: 


სოსისი მზა ხორცპროდუქტების სახეობაა, რომელიც მზადდება მოხარშული, გატარებული ხორცისგან. თანამედროვე ტიპის სოსისის მომზადება ყასაბ იოჰან ლანერის სახელს უკავშირდება, რომელიც XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ჯერ ფრანკფურტში მოღვაწეობდა, შემდეგ კი გადავიდა საცხოვრებლად ვენაში, რის გამოც ვენელებსა და ფრანკფურტელებს შორის ყოველთვის მიდის კამათი სოსისის წარმოშობაზე. საქმე ისაა, რომ  ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფრანკფურტში ამზადებდნენ სოსისებს, ვენაში კი პირველად გამოიყენეს მის შემადგენლობაში ღორისა და საქონლის ხორცის შერეული ფარში – რეცეპტურა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა თანამედროვე სოსისის სტანდარტი.



სახელის ეტიმოლოგია: 


სიტყვა სოსისი წარმოშობილია ფრანგული სიტყვისგან saucisse. 



სოსისი „მინის” შემადგენლობა:


საქონლისა და ღორის ხორცი, წყალი, სახამებელი, მარილი, შერეული სანელებლები.



გემოვნური თვისებები:


აქვს სასიამოვნო, დაბალანსებული არომატი და გემო. სოსისის ეს სახეობა განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. ფორმის, მინიატურული ზომისა და გემოვნური მახასიათებლებით არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილთა ყურადღებასაც იქცევს.

 

 

ორიგინალური შეფუთვა – მეტი კომფორტი, უცვლელი ფასი


სოსისის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ორიგინალური შეფუთვაა, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს პროდუქტის გემოვნური თვისებების შენარჩუნებას, რასაც შეფუთვაში არსებული სპეციალური ატმოსფერო უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვა ფასს არ აძვირებს. შეფუთული პროდუქტის ფასი ასაწონი სოსისის ანალოგიური დარჩა. იმავე პროდუქტს იმავე ფასად და ამასთანავე, მეტ კომფორტს ვიღებთ.იზოგება დრო, პროდუქტს აწონვა არ სჭირდება, პრაქტიკულია მისი ტრანსპორტირება, მეტად დაცულია გარეშე ზემოქმედების ფაქტორებისგან. პროდუქცია ისე გამოდის საწარმოდან, სრულდება დისტრიბუცია, იყიდება მაღაზიაში, მომხმარებელს მიაქვს სახლში და ინახავს, რომ მას არავისთან და არაფერთან უწევს შეხება.

შენახვის პირობები 


დაცული ატმოსფერული შეფუთვის დროს პროდუქტის შესანახი ტემპერატურაა +8 გრადუსი.

გამოყენება:


სოსისის გამოყენება შეუზღუდავია – შეიძლება მისი მოხარშვა, შეწვა, პიცის ტოპინგად ან ღვეზელის გულსართად გამოყენება.

დიეტური კვება:


ამ ტიპის სოსისი თავისუფლად შეგვიძლია, რომ დიეტურ საკვებად მივიჩნიოთ მოხარშული სახით.

 

სოსისი ფენოვან ცომში

 

ეს გემრიელი საუზმეული ძალიან პრაქტიკულია პიკნიკსა და დილის საუზმეზე. მდოგვის ნაცვლად შეგვიძლია წავუსვათ კეტჩუპისა და მაიონეზის ნარევი.

საჭირო მასალა:
400 გ ფენოვანი ცომი
1 ს.კ. დიჟონის ან მარცვლოვანი მდოგვი
500 გ სოსისი "მინი"
1 გათქვეფილი კვერცხი
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. ცომი დავჭრათ სოსისის სიგრძის ზოლებად, წავუსვათ მდოგვი და ისე გავახვიოთ, რომ თავი და ბოლო ცომში არ მოყვეს. კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, წავუსვათ ცომში გახვეულ სოსისებს და გამოვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფრდება.



როლები ბეკონითა და სოსისით

 

საჭირო მასალა:
16 ცალი სოსისი "მინი"
200 გ ბეკონი
1-2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
წიწაკა

მომზადების წესი:
სოსისები გავახვიოთ ბეკონის ფენებში, მოვაყაროთ შაქარი, წიწაკა და 6-8 საათით მაცივარში დავდოთ. ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე, სოსისები დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და შევწვათ, სანამ არ შეიბრაწება. შეწვისას შეგვიძლია გავუკეთოთ ხის ჩხირები, რომ არ გაიხსნას. მივირთვათ ცხელი.