საბავშვო ძეხვი საბავშვო შეფუთვით - ეს ”მინია” - Gemrielia.ge

საბავშვო ძეხვი საბავშვო შეფუთვით - ეს ”მინია”

ბავ­შვე­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი ძეხ­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტი­თა და გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ფუთ­ვით - ეს ”ნი­კო­რას” ახა­ლი პრო­დუქ­ტი ”მი­ნია”. ქათ­მი­სა და სა­ქონ­ლის ძეხ­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ცეპ­ტი­თა და მხი­ა­რუ­ლი, სა­ბავ­შვო შე­ფუთ­ვით უკვე გა­მოჩ­ნდა მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე. ეს არის შემ­თხვე­ვა, როცა სა­წარ­მომ სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმუ­შა­ვა და შე­იქ­მნა ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრო­დუქ­ტი შე­ფუთ­ვით, რო­მე­ლიც ძეხვს მათ­თვის ორ­მა­გად სა­სურ­ველს ხდის.

 

რა­ტომ შე­იქ­მნა ”მინი” და რა გა­ნას­ხვა­ვებს მას სხვა ძეხ­ვე­უ­ლის­გან? - ამ და ”მი­ნის­თან” და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა კი­თხვე­ბით ”ნი­კო­რას” სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერს, ანა კო­შა­ძეს მივ­მარ­თეთ.

 

- ბოლო პე­რი­ოდ­ში „ნი­კო­რას“ ახა­ლი პრო­დუქ­ტი „მინი“ გა­მოჩ­ნდა. რა პრო­დუქ­ტია „მინი“ და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მისი შექ­მნა?

 

- „მინი“ სა­ქონ­ლის და ქათ­მის "ნი­კო­რას" ახა­ლი პრო­დუქ­ტია. კომ­პა­ნი­ა­ში ასორ­ტი­მენ­ტის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა უწყვე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია. ვცდი­ლობთ, მეტი არ­ჩე­ვა­ნი შევ­თა­ვა­ზოთ მომ­ხმა­რე­ბელს. ბა­ზა­რი ითხოვ­და პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბო­და მორ­გე­ბუ­ლი. ამი­ტომ გა­და­წყდა სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა, რო­მელ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ პა­ტა­რა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბა. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და „მინი“, სა­ქონ­ლის და ქათ­მის, პა­ტა­რებ­მა მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­ი­წო­ნეს და შე­იყ­ვა­რეს.

 

 

- რო­გო­რი ნედ­ლე­უ­ლით მზად­დე­ბა „მინი“ სა­ქონ­ლის და ქათ­მის?

 

- პრო­დუქ­ცია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ა­ნი ნედ­ლე­უ­ლით მზად­დე­ბა. არ შე­ი­ცავს ღო­რის ხორცს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავ­სტრი­უ­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი. ორი­ვე პრო­დუქ­ტი გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნაზი გე­მო­თი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფუთ­ვით. დი­ზა­ინ­სა და გე­მოს დახ­ვე­წა­ზე ჩვე­ნი ტექ­ნო­ლო­გე­ბი და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ და შე­დეგ­საც მი­აღ­წი­ეს.„მინი“ ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მოზ­რდი­ლებ­შიც. გან­სა­კუთ­რე­ბით, დი­ე­ტუ­რი კვე­ბის დროს, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პრო­დუქ­ტი არ შე­ი­ცავს ღო­რის ხორცს.

 

 

„მინი“ მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლით. ”მი­ნის” გმი­რებს სა­ხე­ლე­ბიც ხომ არ შე­არ­ქვეს ბავ­შვებ­მა?

 

- „მი­ნის“ გმი­რე­ბი ბავ­შვებს ისე მო­ე­წო­ნათ, რომ 1-ელ ივ­ნისს, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ვი­ზუ­ა­ლით დაბ­რენ­დი­ლი სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბი გა­და­ვე­ცით პა­ტა­რებს. „მი­ნის“ პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის სა­ხე­ლე­ბი არ შეგ­ვირ­ჩე­ვია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და თა­ვად ბავ­შვებ­მა მო­უ­ფიქ­რონ რა­ი­მე.

 

- სად შე­იძ­ლე­ბა „მი­ნის“ ძეხ­ვის შე­ძე­ნა?

 

- „მი­ნის“ სა­ქონ­ლის და ქათ­მის ძეხ­ვი, რო­გორც „ნი­კო­რას“ ყვე­ლა მარ­კეტ­ში, ასე­ვე სხვა ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.