ამ საშუალების დახმარებით თმა 5-ჯერ უფრო სწრაფად გაგეზრდებათ! - Gemrielia.ge

ამ საშუალების დახმარებით თმა 5-ჯერ უფრო სწრაფად გაგეზრდებათ!

ქალების უმრავლესობა თვალის ჩინივით უფრთხილდება თმას, უვლის მას, რათა ჯანმრთელი, მბზინავი და მოვლილი იყოს. ამისათვის გულმოდგინედ ირჩევენ შამპუნს და იკეთებენ ათასნაირ ნიღბებს სალონურსა თუ შინაურს.


მაგრამ გარეგანი მოვლის გარდა თმის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი მისი სწრაფად ზრდისთვის, აუცილებელია მივიღოთ საჭირო ვიტამინები და მინერალები. ამიტომაც, გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ყველა საჭირო ინგრედიენტი ერთ სმუზიში, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლოა, ასევე უგემრიელესია.

 


ნუში 

 


ამ მაგარნაჭუჭიანი მცენარის რძე და ზეთი - რკინის უდიდესი წყაროა, ის ხელს უშლის ნაადრევი ჭაღარის გაჩენას. გარდა ამისა, ნუში მდიდარია ვიტამინით E და ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც თმის ჯანმრთელობასა და ბზინვარებას უზრუნველყოფენ.


 

ბერძნული იოგურტი


ეს პროდუქტი მდიდარია ცილით, რომელიც კანის, ფრჩილებისა და თმის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. ასევე იოგურტში დიდი რაოდენობით არის ვიტამინი D, რომლის დეფიციტით იწვევს თმის ზრდის შეჩერებას და ცვენას.


ფინიკი


ფინიკი მდიდარია ვიტამინებით PP, რომლებიც სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას უწყობს ხელს. ამიტომაც მისი რეგულარულად მიღების შემთხვევაში თმა სწრაფად იზრდება, რადგან ორგანიზმში ადვილად ღწევს ცილა და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
 

ბანანი


ბანანში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები თმას აბრეშუმის ბზინვარებას ანიჭებს.
 

ლეღვი


ეს ხილი მდიდარია თუთიით, რომელიც თმის ფოლიკულების ზრდას უწყობს ხელს. ასევე ლეღვის რეგულარულად მიღების შემთხვევაში თმა აღარ არის მტვრევადი, კარგავს სიმშრალეს და ჩერდება ცვენა.

 

ჯანმრთელი თმის სასმელი


ინგრედიენტები:
ნუშის რძე - 1 ჭიქა
ბერძნული იოგურტი - 0,5 ჭიქა
ლეღვის ჩირი - 4 ცალი
ნუშის ზეთი - 3 ს/კ
ბანანი - 0,5 ცალი
მუსკატის კაკალი - 1 მწიკვი.

მომზადება:
ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
მიირთვით სმუზი საუზმის მაგივრად: ის აგავსებთ ენერგიით და გაგიჯნსაღებთ არა მხოლოდ თმას, არამედ, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობასაც.