როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის - მეთოდი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა
გარეცხეთ ბადრიჯანი, გაამშრალეთ, მოაჭერით ყუნწი, დაჭერით 5 მმ სისქის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ ნახევარი საათი.
გადაავლეთ წყალი და ჩაუშვით მდუღარე წყალიში 2-3 წუთით.
გადაიტანეთ ცივ წყალში, ცოტა ხანი გააჩერეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
დააწყვეთ შემდეგ დაფაზე ერთ ფენად და მოათავსეთ საყინულეში 3-4 საათი, რის შემდეგაც განათავსეთ კონტეინერებში.
შეიძლება გაიყინოს შემწვარი ბადრიჯანიც, რომელსაც მოათავსებთ ფოლგაში ან კონტეინერებში.
როგორ გავყინოთ სხვა პროდუქტები ზამთრისთვის წაიკითხეთ mkurnali.ge-ზე