გიხსნით მწერების შემოტევისას! - დაგჭირდებათ 3 ინგრედიენტი - Gemrielia.ge

გიხსნით მწერების შემოტევისას! - დაგჭირდებათ 3 ინგრედიენტი

სამზარეულო - ეს ის ადგილია, სადაც იდეალური სისუფთავე უნდა სუფევდეს. მაგრამ ხშირად, ყველაზე მოწესრიგებული დიასახლისის სამზარეულოშიც კი ჩნდებიან მწერები: ჭიანჭველები, ქინქლები, ბუზები, კოღოები და ტარაკნები.

თუკი, ჯერ კიდევ ვერაფრით გაუმკლავდით ამ პრობლემას, გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი სპრეის რეცეპტს, რომელიც მწერებისგან სწრაფად და ეფექტურად გაგათავისუფლებთ.

დაგჭირდებათ: 0,5 ჭიქა ძმარი 0,5 ჭიქა ზეთი 0,5 ჭიქა შამპუნი

მომზადება: ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად, ჩაასხით შესასხურებლიან ჭურჭელში. კარგა შეანჯღრიეთ და მოაპკურეთ იმ ადგილებში, სადაც შეგიმჩნევიათ მწერები.

შეგიძლიათ მოაპკუროთ სითხე სამზარეულოს მთელ პერიმეტრზე, თუმცა, ფრთხილად იყავით სამუშაო ზედაპირებთან. რა თქმა უნდა, ეს სითხე თითქმის უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ მაინც, მაქსიმალურად ეცადეთ, არ მოხვდეს ის საკვებთან ახლოს.