„ქარხნული წარმოების ძმარი ამასთან ახლოსაც ვერ მივა...“ - ნახეთ, როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმარი სახლში - Gemrielia.ge

„ქარხნული წარმოების ძმარი ამასთან ახლოსაც ვერ მივა...“ - ნახეთ, როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმარი სახლში

ვაშლის ძმარი - მსუბუქი გემოსა და არომატის მქონე - იდეალური საკვები დანამატია. მისი კვებითი ღირებულებები მართლაც შეუფასებელია: ვიტემინები, მჟავები, მიკრო და მაკროელემენტები, ფერმენტები... მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს:

ხელს უწყობს წონის კლებას, ეფექტურია ცელულიტთან და კანის ნახეთქებთან საბრძლოველად, გამოიყენება თმის გასაჯანსაღებლად და სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს. 


მაგრამ ქარხნული წარმოების ვაშლის ძმარი ამ ყველაფრისთვის, საეჭვოა, გამოდგეს, რადგან ის უამრავ ქიმიურ დანამატს შეიცავს. ამიტომაც, მოვამზადოთ ის საკუთარი ხელით.


ვაშლის ძმარი ჭვავის პურის ორცხობილებით

ინგრედიენტები:

3 კგ ვაშლი
1 ლ წყალი
50 გ შაქარი
2 ს/კ თაფლი
20 გ ჭვავის პურის ორცხობილები

მომზადება:

გარეცხეთ ვაშლი და კანიანად და გულებიანად გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან დააბლენდერეთ.
გადაიტანეთ ვაშლის მასა შესაფერის ჭურჭელში (დაახლოებით 5 ლიტრიანში) - მინის ქილაში ან ქვაბში (ოღონდ არა ალუმინისაში!).
აადუღეთ წყალი, ცოტათი შეაგრილეთ. შემდეგ გახსენით მასში შაქარი და თაფლი. დაასხით ვაშლს. 
პურის ორცხობილები დაალაგეთ ზემოდან. არ დააფაროთ სახურავი, უბრალოდ მოუკარით მარლით თავი. გააჩერეთ თბილ, მაგრამ არა მზიან ადგილას ერთი კვირის განმავლობაში. ეცადეთ, დღეში ერთხელ მაინც ამოურიოთ.
ერთ კვირაში გაწურეთ რამდენიმე ფენა მარლის მეშვეობით და სითხე ჩაასხით მინის ჭურჭელში. ამ ჭურჭლის თავიც მარლით შეფუთეთ და არა ხუფით. გააჩერეთ დასაძმარებლად დაახლოებით 2-2,5 თვე.
ამ ხნის განმავლობაში ძმარი უნდა დაიწმინდოს და გამჭვირვალე გახდეს. ნალექი ძირს დაილექება. გადაიტანეთ სხვა სუფთა ჭურჭელში ისე, რომ არ გაყვეს ნალექი. ახლა კი შეგიძლიათ დაახუროთ ძმრიან ჭურჭელს თავსახური და ისე შინახოთ.

 

ვაშლის ძმარი საფუარზე

 

ინგრედიენტები:

1 კგ ვაშლი
1,25 ლ წყალი
200 გ შაქარი (ან თაფლი)
11 გ მშრალი საფუარი

მომზადება:

გარეცხეთ და შეამშრალეთ ვაშლი, გახეხეთ მსხვილ სახეხზე კანიანად და გულებიანად. 
აადუღეთ წ ყალი და გააგრილეთ. თბილი გადადუღებული წყალი დაასხით ვაშლის მასას (250 მლ წყალი 200 გ ვაშლზე). დაუმატეთ იქვე შაქარი (ან თაფლი), საფუარი და კარგად აურიეთ.


გადაიტანეთ ვაშლის ფაფა განიერყელიან ჭურჭელში (იდეალური იქნება, კერამიკის ჭურჭელი), და გააჩერეთ ისე, რომ პროდუქტს მაქსიმალური შეხება ქონდეს ჰაერთან. გააჩერეთ 210 დღე ოთახის ტემპერატურაზე. ამოურიეთ დღეში 2-3-ჯერ ხის ნიჩბით.
ამის შემდეგ გაწურეთ რამდენიმე ფენა მარლის მეშვეობით, მიღებული სითხე ჩაასხით მინის ჭურჭელში (სითხემ უნდა დაიკავოს ჭურჭლის არა უმეტეს 2/3-დისა). მოუკარით ჭურჭელს მარლით თავი.


გააჩერეთ ვაშლის სითხე არამზიან ადგილას დასაძმარებლად. ამორევა არ ჭირდება, ნურც ადგილს შეუცვლით. დაძმარებას დაახლოებით 40-60 დღე დაჭირდება.
დაახლოებით 30 დღეში ძმარი გამჭვირვალე და ღია შეფერილობის გახდება. ზედაპირზე შესაძლოა, გაუჩნდეს ქაფი ან ლორწოვანი მასა - ერთგვარი „ძმრის აპკი“. ეს აპკიც ფასეულია და სამკურნალო თვისებებით ვაშლის ძმარსაც აჭარბებს. 
მზა ძმარი შეინახეთ ჰერმეტულად თავდახურულ მინის ბოთლებში გრილ ადგილას.


სურვილისამებრ ძმარში შეგიძლიათ დაუმატოთ ბუნებრივი არომატიზატორები - მიხაკი ან ლიმონის ცედრა. 
ვაშლის ძმრის შენახვის ვადა შეუზღუდავია, თუკი ყველაფერს სწორად მოამზადებთ. მისი შედარება ქარხნული წარმოების ძმართან შეუძლებელია...