რომელი ლუდია უვნებელი: მინის ბოთლში, პლასტიკატსა თუ ალუმინის ქილაში? - Gemrielia.ge

რომელი ლუდია უვნებელი: მინის ბოთლში, პლასტიკატსა თუ ალუმინის ქილაში?

მომხმარებლებში არსებობს მითი ლუდში ტარადან საშიში ნივთიერების გადასვლისა - ამ დროს ძირითადი ეჭვი პლასტიკატის ბოთლებსა და ალუმინის ქილებზეა. ხოლო მინის ტარას ეკოლოგიურობასა და უვნებლობაში ეჭვი არავის ეპარება.

დაბალხარისხიანმა შეფუთვამ შესაძლოა მართლაც გადააქციოს პროდუქტი კანცეროგენებად, რომლებიც გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში და ონკოდაავადებების მიზეზი ხდება.

მაგრამ ექსპერტებმა დაამშვიდეს მომხმარებლები: ფტალატები, ე.წ. კანცეროგენები ძირითადად საკვებ პლასტიკატში არსებობს. პოტენციურად საშიში, სპეციალურად გადაუმუშავებელი ალუმინი და პლასტიკატი არ უნდა გვხვდებოდეს კვების მრეწველობაში.

ექსპერტებმა ლაბორატორიულ პირბებში შეამოწმეს 40-ზე მეტი პოპულარული ბრენდის ღია ფერის გაფილტრული ლუდი. შედეგებმა არ აჩვენა მავნე ნივთიერებების მიგრაცია ტარადან სასმელში. შესაბამისად, მომხმარებლებს საფრთხის გარეშე შეუძლიათ მიირთვან ლუდი ნებისმიერი შეფუთვიდან.

თუმცა, სასმლის გადაჭარბებული მიღება  რომ თავისთავად იწვევს სხვადასხვა დაავადებას, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.