3 წესი, როგორ უნდა შეინახოთ და წაიღოთ შორ გზაზე ზაფხულში ხორც-პროდუქტები - Gemrielia.ge

3 წესი, როგორ უნდა შეინახოთ და წაიღოთ შორ გზაზე ზაფხულში ხორც-პროდუქტები

არ­სე­ბობს ზა­ფხუ­ლის ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და საჭ­მე­ლიც კი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბია - ნაირ-ნა­ი­რი ძეხ­ვე­ბი და სო­სი­სე­ბი. ისი­ნი ზა­ფხუ­ლის პრო­დუქ­ტე­ბად ით­ვლე­ბა, რად­გან მარ­ტი­ვია მო­სამ­ზა­დებ­ლად და ზა­ფხულ­ში ქა­ლაქ­გა­რეთ გა­სულს ზედ­მე­ტი წვა­ლე­ბა არ გი­წევს საჭ­მლის გა­სა­კე­თებ­ლად. პიკ­ნიკ­ზე წა­სუ­ლი სო­სის­ზე მარ­ტი­ვად რას შეწ­ვავთ შამ­ფურ­ზე და რას მი­ირ­თმევთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად?

 

თუმ­ცა, უამ­რავ უპი­რა­ტე­სო­ბა­თან ერ­თად არ­სე­ბობს ერთი „მაგ­რამ“ და ეს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მალ­ფუ­ჭე­ბა­დო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. სო­სი­სე­ბი ძნე­ლად იტა­ნენ ზა­ფხუ­ლის სი­ცხეს და სა­თა­ნა­დო შე­ნახ­ვი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის გა­რე­შე მალე ფუჭ­დე­ბი­ან.

 

 

 

სო­სი­სის შორ გზა­ზე ტრან­სპორ­ტი­რე­ბა

თუ შორ გზა­ზე აპი­რებთ სო­სი­სის წა­ღე­ბას, ჩა­ლა­გე­ბამ­დე 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ყი­ნუ­ლე­ში შე­ი­ნა­ხეთ, გა­მო­ღე­ბის შემ­დეგ კი ქა­ღალ­დში იზო­ლი­რე­ბუ­ლად შე­ახ­ვი­ეთ. სა­ყი­ნუ­ლე­ში ის არ გა­ი­ყი­ნე­ბა და არც გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს და­კარ­გავს. სა­მა­გი­ე­როდ კარ­გად მი­ი­ღებს სი­ცი­ვეს, რო­მე­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­შიც შემ­დეგ ქა­ღალ­დი და­გეხ­მა­რე­ბათ. მთა­ვა­რი არის იზო­ლა­ცია. პრო­დუქ­ტი ისე უნდა შე­ფუ­თოთ, რომ მას­ში ჰა­ე­რი არ შე­ვი­დეს.

 

სო­სი­სის მა­ცი­ვარ­ში შე­ნახ­ვა

სა­სურ­ვე­ლია თუ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში სო­სი­სის დიდ მა­რაგს არ შე­ი­ძენთ. თუ მა­ინც რამ­დე­ნი­მე დღის მა­რა­გის ყიდ­ვა გი­წევთ, თი­თო­ე­უ­ლი ულუ­ფა ცალ-ცალ­კე თავ­და­ხუ­რულ კონ­ტე­ი­ნერ­ში შე­ი­ნა­ხეთ. იდე­ა­ლუ­რია, თუ კონ­ტე­ი­ნე­რი მი­ნის იქ­ნე­ბა, მი­სა­ღე­ბია ემა­ლის მა­სა­ლაც. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი პლასტმა­სის კონ­ტე­ი­ნერ­ში არ შე­ი­ნა­ხოთ. პარ­კით შე­ნახ­ვა კი და­უშ­ვე­ბე­ლია.

 

 

ხორ­ცპ­რო­დუ­ტი მალე რომ არ გა­ფუჭ­დეს...

ამის­თვის მთა­ვა­რი პი­რო­ბაა, რომ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი გა­რე­მო ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და სხვა პრო­დუქ­ტებ­თან შე­ხე­ბის­გან, მა­ცი­ვარ­შიც კი. არადსროს ხარ და­ზღვე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის­გან. თუ კონ­კრე­ტუ­ლი ბაქ­ტე­რია არ აზი­ა­ნებს, მა­გა­ლი­თად, ხილს, მას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში სო­სი­სის გა­ფუ­ჭე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. სწო­რედ ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მა­ცი­ვარ­ში ხილი, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი იზო­ლი­რე­ბუ­ლად იყოს შე­ნა­ხუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ხან­გრძლი­ვებთ.

 

 

„ლი­დერ­ფუ­დის“ გერ­მა­ნე­ლი ტექ­ნო­ლო­გი მარ­სელ ზა­ბერ­ნი­გი გან­მარ­ტავს, რომ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი ვარ­გი­სი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ფუთ­ვა­ზე მი­თი­თე­ბულ თა­რი­ღამ­დე არაა და ხში­რად არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის გამო ვა­და­ზე ად­რეც ფუჭ­დე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რომ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რებ­ლი სიფრ­თხი­ლით შე­ვი­ნა­ხოთ. ვა­კონ­ტრო­ლოთ მა­ცი­ვარ­ში არ­სე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და მო­ვე­რი­დოთ ტემ­პე­რა­ტუ­რის ხშირ და მკვეთრ ცვლი­ლე­ბას, - გან­მარ­ტავს მარ­სელ ზა­ბერ­ნი­გი.

არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მალ­ფუ­ჭე­ბა­დო­ბის გამო ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში უარს ამ­ბო­ბენ მის მოხ­მა­რე­ბა­ზე, რაც რე­ა­ლუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა. თუ ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი წე­სებს და­ი­ცავთ, ნე­ბის­მი­ერ გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შეძ­ლებთ სო­სი­სის შე­ნახ­ვას, ტრან­სპორ­ტი­რე­ბას და მის გემ­რი­ე­ლად მირ­თმე­ვას.