როგორ მოვამზადოთ იდეალური ყინული კოქტეილებისთვის - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ იდეალური ყინული კოქტეილებისთვის

ყველა კოქტეილს ჭირდება ყინული. მაგრამ ჭირდება თუ არა ამ ყინულის მომზადებას რეცეპტი - ეს საკითხავია. თითქოს, აქ რთული არაფერია. მაგრამ აი, ბარმენებმა მილიონი ნიუანსი იციან, რაც იდეალური ყინულის მომზადებას ჭირდება.

იდეალური ყინულის მომზადების რეცეპტი კოქტეილებისთვის


1.    აიღეთ მხოლოდ სუფთა, გაფილტრული წყალი (ონკანის წყალი არ გამოდგება). კიდევ ერთი კარგი რჩევა: აადუღეთ       გაფილტრული წყალი ჩაიდანში, გააციეთ,  შემდეგ კვლავ აადუღეთ და გააციეთ. ასე წყლიდან მეტი ჰაერი გამოვა და ყინული ბევრად თანაბარი, ბუშტუკების გარეშე გამოვა.
2.    დარწმუნდით, რომ საყინულეში არ დევს პროდუქტები მძაფრი სუნით: წყალი გაყინვის პროცესში ძალიან კარგად ითვისებს გარედან სუნსა და არომატს.
3.    თუკი ყინული ძალიან სწრაფად გჭირდებათ, ჩაასხით ფორმებში ცხელი წყალი. ცოტა მოულოდნელად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში - ასე ზედმეტი სითხე სწრაფად აორთქლდება, ხოლო დარჩენილი წყალი - გაიყინება.
4.    ყველაზე გამჭვირვალე ყინული გამოდის ეტაპობრივი მომზადების შედეგად.
წვრილი ნაკადით ჩაასხით ფორმის ფსკერზე წყალი და გაყინეთ. შემდეგ შეავსეთ ფორმები ნახევრამდე წყლით და კვლავ მოათავსეთ საყინულეში. და ბოლოს, ბოლომდე გაავსეთ ფორმები და კვლავ გაყინეთ.
5.    იდეალურად გამჭვირვალე ყინულის მომზადების კიდევ ერთი მეთოდი: ჩაასხით წყალი ფორმებში და გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი, შემდეგ შეფუთეთ მჭიდროდ პირსახოცით და ასე გაყინეთ წყალი. ასე გაყინვის პროცესი არა ზემოდან, არამედ ქვემოდან დაიწყება, წყლიდან გაზები გამოიდევნება, ყინული კი ბროლივით გამჭვირვალე იქნება.

 

ნატეხები, ფიგურები თუ მთლიანი ყინულის ლოდი?

 

 


მნიშვნელოვანია თუ არა ყინულის ფორმა და ახდენს თუ არა  ის გავლენას ეს სასმელზე? რა თქმა უნდა!


კოქტეილებისთვის, რომლებიც ძალიან ცივად უნდა მიირთვათ, აუცილებელია დამტვრეული ყინული. მისი მომზადება შეიძლება ბლენდერში, ან სამზარეულოს კომბაინში. მაღალალკოჰოლური სასმელებისთვის, მაგალითად, ვისკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყინული მასში სწრაფად არ ჩადნეს. ამიტომაც მისთვის ყინული აჯობებს პლასტიკატის კონტეინეტში მომზადდეს, შემდეგ კი დაიმტვრეს სპეციალური დანით.


სასმელებისთვის, რომლებიც დიდი ჭიქებით ისმება, ასევე საჭიროა ყინულის დიდი ნატეხები ან დიდ ფორმებში მომზადებული ყინულის კუბები.


რჩევა: თუკი ყინულს სასმელში უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ უნდა ჩაყაროთ, უმჯობესია, ყინული სპეციალური ვედრით მიიტანოთ, რადგან ჭურჭლის ორმაგი სისქის კედლები დიდხანს ინარჩუნებს დაბალ ტემპერატურას. არ დაგავიწყდეთ მიიტანოთ ყინულის ასაღები მაშაც.

 

აქვე იხილეთ გამაგრილებელი საზამთროს კოქტეილის რეცეპტი ლაიმით