ღვინო ნივრით - იმუნიტეტის ასამაღლებელი მძლავრი საშუალება! - Gemrielia.ge

ღვინო ნივრით - იმუნიტეტის ასამაღლებელი მძლავრი საშუალება!

რით არის სასარგებლო ნივრიანი ღვინო? 


ეს საშუალება დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ მშნივნელოვან სისტემებზე:
ამაღლებს იმუნიტეტს
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
არეგულირებს არტერიულ წნევას
ასუფთავებს სისხლძარღვებს და ამჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ამცირებს გულ-სისხძარღვთა დაავადებების რისკს
გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები და მარილები
ანადგურებს ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს ორგანიზმში
აქრობს ანთებით პროცესებს, განსაკუთრებით გინეკოლოგიურს
ეხმარება ჭარბი წონის მოცილებაში


 

როგორ მოვამზადოთ ნაყენი?
დაგჭირდებათ:
1 დიდი თავი ნიორი
0,7 ლ ნატურალური წითელი ღვ ინო
ნიორი გაფცქვენით და დანაყეთ (უმჯობესია, ხის სანაყში). ეს მნიშვნელოვანია! რადგან რკინასთან კონტაქტისას პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებებს. შემდეგ გადაიტანეთ ნივრის ფაფა ბოთლში (მუქი მინით) და დაასხით ღვინო. მჭიდროდ დააფარეთ ბოთლს თავსახური და გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას 7-8 დღის განმავლობაში.
დღეში ორჯერ (მაგალითად, დილას და საღამოს) კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი. 7-8 დღის გასვლის შემდეგ ნაყენი გაწურეთ მარლის მეშვეობით და ჩაასხით კვლავ ბოთლში, დააფარეთ ისევ მჭიდროდ და შეინახეთ მაცივარში.
 

 

როგორ მივიღოთ?
ნაყენი მიიღეთ 1-დან 2 თვის განმავლობაში შეუსვენებლად 15-15 მლ (1ს/კ) დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
ნაყენი რაც უფრო დიდი ხნისაა, მით უკეთესია.. ყველაზე სასარგებლო 2-3 წლის დაძველების ნაყენია. ამიტომაც, შეგიძლიათ მოამზადოთ ბევრი ნაყენი და შეინახოთ მაცივარში წლობით.

 


უკუჩვენებები: ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული გასტრიტის და წყლულოვანი დაავადებების დოს: ნიორი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და მდგომარეობა გაუარესდება. ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის კი ალკოჰოლი ნებისმიერი რაოდენობით აკრძალულია.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნივრიანი ღვინო ამძაფრებს მადას. ამიტომაც, ეცადეთ, არ გადააჭარბოთ საკვების მიღებისას.