წყალი "სასი" - წონის კლების უტყუარი საშუალება - Gemrielia.ge

წყალი "სასი" - წონის კლების უტყუარი საშუალება

წყალი სასი - წონის კლების სუპერრეფექტურ საშუალებად ითვლება. ამერიკელებმა დიდი ხანია გაარეკლამეს სამკურნალო სასმლის რეცეპტი და ის წონის სწრაფი კლების საუკეთესო საშუალებად აღიარეს. 

რა არის წყალი "სასი"?


სახელწოდება წარმოდგება ამერიკელი ექიმის სანტია სასის სახელისგან, რომელმაც ორგანიზმის გაწმენდის და ცხიმოვანი საფარის მოსაშორებელ ეფექტური საშუალება დიდი ხნის ძიების შემდეგ შეიმუშავა.


სანტიამ შეძლო შეექმნა უნიკალური რეცეპტი, რომლის ეფექტურობაც იმაში მდგომარეობს, რომ ეს სასმელი ბევრად მომქმედია ჩვეულებრივ წყალთან შედარებით, რადგან აქვს რიგი ჯადოსნური თვისებებისა:


ჯანჯაფილი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში და ცხიმების წვას უწყობს ხელს.
ქორფა კიტრი წყალთან ერთად ეფექტური შარდმდენი საშუალებაა, რაც ორგანიმიდან ზედმეტი სითხის  გამოდევნის გარანტია, შესაბამისად კი იხსნება შეშუპება.
ლიმონი ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და ორგანული მჟავებით, რომლებიც წვავს ტოქსიკურ ნივთიერებებსა და შლაკებს.
პიტნის ფოთლები ხსნის მუცლის შებერილობას, აუმჯობესებს კუჭს მოქმედებას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
დაბოლოს, ყველაფერთან ერთად წყალი "სასი" აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.


როგორ მოვამზადოთ კლასიკური წყალი "სასი":


2 ლ წყალი
1 ლიმონი ან ახალგამოწურული ლიმონის წვენი
1 საშუალო ზომის კიტრი
30 გ ნედლი ჯანჯაფილის ფესვი
10 ცალი პიტნის ფოთოლი

 

მომზადება:
ლიმონი და კიტრი დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად.
ჯანჯაფილის ფესვი გაფცქვენით და გახეხეთ.
პიტნის ფოთლები დახიეთ პატარა ნაჭრებად ხელით.
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქილაში, დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, დააფარეთ ხელსახოცი და მოათავსეთ მაცივარში 10-12 საათი.


ვარიანტები:
შეგიძლიათ იექსპერიმენტთ ინგრედიენტებით და მოამზადოთ სასმლის სხვადასხვა ვარიანტი. მაგალითად, ლიმონის ნაცვლად გამოიყენოთ ლაიმი, ფორთოხალი ან მანდარინი, პიტნასთან ერთად გამოიყენოთ შალფერი, როზმარინი ან  რეჰანი. ჯანჯაფილი კი არა გახეხოთ, არამედ დაჭრათ.
მომზადების წესები:
უმჯობესია გამოიყენოთ წყაროს წყალი ან მინერალური - გაზის გარეშე, ან სულაც გაფილტრული.
ხილი უმჯობესია, არ გაფცქვნათ და დაჭრათ კანიანად - მასში ეთერზეთების დიდი რაოდენობაა.
ხოლო კიტრი, პირიქით, აჯობებს გათალოთ, რადგან არ მისცეს სასმელს ზედმეტი სიმწარე.
პიტნა უნდა იყოს ქორფა. მისი სასარგებლო თვისებები გახმობისას იკლებს.
ჯანჯაფილიც უნდა იყოს ნედლი. მშრალ ფხვნილს ისეთი ეფექტი ვერ ექნება.


როგორ სვათ წყალი "სასი"?
აჯობებს 2 ლ წყალი გაანაწილოთ 8-ჯერ მიღებაზე:
1 ჭიქა - უზმოზე, გაღვიძებისათანავე
2 ჭიქა - საუზმემდე ნახევარი საათით ადრე
3 ჭიქა - საუზმიდან ნახევარი საათის შემდეგ
4 ჭიქა - სადილამდე ნახევარი საათით ადრე
5 ჭიქა - სადილიდან ნახევარი საათის შემდეგ
6 ჭიქა - ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე
7 ჭიქა - ვახშიდან ნახევარი საათის შემდეგ
8 ჭიქა - დაძინებამდე 1,5-2 საათით ადრე


წყალი "სასის" მიღების ეს გრაფიკი თვეში 7 კგ-მდე დაგაკლებინებთ ერთი პირობით, თუ გამორიცხავთ მარილს, შაქარს, ცომეულსა და კოფეინს რაციონიდან. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჯანჯაფილისა და ლიმონის ეს საოცარი ნაყენი თქვენს ორგანიმზს აუცილებლად გააჯანსაღებს და დიდ სარგებელს მოუტანს.