5 მიზეზი, რატომ არის შვრიის ფაფა წონის სწრაფი კლების საუკეთესო საშუალება - Gemrielia.ge

5 მიზეზი, რატომ არის შვრიის ფაფა წონის სწრაფი კლების საუკეთესო საშუალება

სწრაფი შვრია: რეცეპტი მათთვის, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს

 

ვინ თქვა, რომ სწრაფი კვება არ შეიძლება იყოს სასარგებლო და გემრიელი?

 

შვრიის სწრაფი ფაფა - უნიკალური ჯამრთელი საუზმეა, რომელიც თვალისდახამხამებაში მზადდება. თქვენ ქურასთან მისვლაც არ გჭირდებათ. უბრალოდ აიღეთ ქილა, ჩაყარეთ საჭირო ინგრედიენტები, აურიეთ და მოათვსეთ მაცივარში მთელი ღამით.

დილით კი უგემრიელესი საუზმე მზად დაგხდვებათ.

1. შვრია (ოღონდ არავითარ შემთხვევაში სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი და მიუსლი!) შეიცავს დარტყმით დოზა  უჯრედისს, რომელიც შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, ქოლესტერინისა და მძიმე მეტალებისგან.

2. შვრია - ეს გახლავთ ნელი ნახშირწყლები. ისინი გვამარაგებენ ენერგიით, გვიმაღლებენ ტონუსს. ნაყროვანების შეგრძნება შვრიის ფაფისგან, განსხვავებით ფუნთუშებისა და ბლინებისგან, დიდხანს გვინარჩუნდება და აღარ გვიჩნდება სურვილი, მივირთვათ ტკბილეული და მავნე საკვები დღის გამავლობაში.

3. შვრია - ყველაზე ხელმისაწვდომი სწრაფი საკვებია. ის დადებითად მოქმედებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ბ ჯგუფის ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და აქრობს ანთებით პროცესებს, საუკეთესოდ კვებავს უჯრედებს. შვრია გეხმარებათ, გამოიყურებოდეთ შესანიშნავად.

 

4. შვრიის მარცვლები შეიცავს ტიამინს - ვიტამინს, რომელიც ორგანიზმში გადაიქცევა სეროტონინში ანუ ბედნიერების ჰორმონში. შესაბამისად ის ამაღლებს განწყობას, აქვეითებს სტრესს, და რაც მთავარია - გვეხმარება, უარი ვთქვათ, ზედმეტი და  საკვების მიღების მავნე ჩვევასა და ტკბილეულზე. თითქოს, უცნაური რჩევაა, მივირთვათ ყოველდღე  შოკოლადის ნაცვლად „ისე, ხასიათის გამოსაკეთებლად“  შვრიის ულუფა, მაგრამ ეს რეალურად მუშაობს. სხვათა შორის, ტიამინი კვდეება თერმული დამუშავებისას, ასე რომ  ცხელი ფაფა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უსარგებლოა.

5. ზაფხული, დრო, როცა ცხელი და მძიმე საკვები პრინციპში არც გვინდა, ხოლო ვიტამინების მიღება სეზონური ხილის, კენკრისა და ბოსტნეულისგან აუცილებელია. ამიტომაც, სწორედ ცივი შვრია სასარგებლო, ბუნებრივი დანამატებით გახდება ჯამრთელი ცხოვრების ფორმულა.


სწრაფი  შვრიის საბასიზო რეცეპტი

დაგჭირდებათ:

შვრიის ფანტელი (არა მზა მიუსლი და სწრაფად მოსამზადებელი შვრია).

დაბალკაორიული იოგურტი დანამატების გარეშე, სქელი კეფირი ან მაწონი.

რძე

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ ჯამში და აურიეთ ერთმანეთში, გადაიტანეთ ქილაში და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 4 სათით. მაცივარში ასე მომზადებული შვრია ძლებს 2-3 დღე. ასე რომ შეგიძლიათ მოამზადოთ ამდენივე დღის მარაგი.

1 ქილა (400-500 მლ) შვრია - იდეალური ულუფაა ერთი ადამიანისთვის.

 

რა დავუმატოთ?

ხილი (მშრალი ან ქორფა), თხილეული, სელის თესლი, პროტეინული დანამატები, ქოქოსის ფანტელი, სანელებლები (დარიჩინი, მიხაკი, ვანილი და სხვა...), კრემ-ყველი (მასკარპონეს მსგავსი), კაკაო, გახეხილი შოკოლადი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა.