"ქართული ღვინო საუკეთესო საჩუქარია!" - როგორ აფასებენ ტურისტები 10 რჩეულ ღვინოს, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ

„10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ - ასე ჰქვია პრო­ექტს, რო­მელ­საც "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი" ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას­თან allwine.ge-სთან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს. 13 ივ­ლისს მე­ი­დან­ზე გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სა­კო­ლექ­ციო/ტუ­რის­ტუ­ლი/სა­სა­ჩუქ­რე ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბის, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი მათი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და.

 

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სი იგ­რძნო­ბო­და ამ პრო­ექ­ტის მი­მართ. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში და რო­გორც ონ­ლა­ინ და ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში, ასე­ვე ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გა­მარ­თულ ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხმას აძ­ლევ­დნენ 23 და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნოს, რათა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ევ­ლი­ნათ.

 

 

 

პრო­ექ­ტი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია, რად­გან ქმნის პრე­ცე­დენტს, რომ ბოთ­ლის ღვი­ნის მოხ­მა­რე­ბა მა­სობ­რი­ვი გახ­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს და მომ­ხმა­რე­ბელ­მა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის ერთ შე­ფუთ­ვა­ში შე­ძე­ნა შეძ­ლოს, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დი­ლი ღვი­ნის ექპერ­ტე­ბის მიერ არის შერ­ჩე­უ­ლი“ - გა­ნა­ცხა­და პრო­ექ­ტის - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" მე­ნე­ჯერ­მა ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძემ.

 

10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვამ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებს, ისე უცხო­ელ ტუ­რის­ტებს შო­რის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი იმ ტუ­რის­ტებ­მა გა­მოთ­ქვეს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სწო­რედ ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლის გამო გა­და­წყვი­ტეს. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი ღვი­ნო პირ­ვე­ლად დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­ა­გე­მოვ­ნა და სა­კო­ლექ­ციო შე­ფუთ­ვე­ბიც შე­ი­ძი­ნა.

 

 

 

„ამ შე­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გავ­სინ­ჯე და ქარ­თუ­ლი ქინ­ძმა­რა­უ­ლის ნა­ხევ­რად ტკბი­ლი ღვი­ნო­ებს შო­რის ჩემი ფა­ვო­რი­ტია. დღე­ვან­დელ დე­გუს­ტა­ცი­ას ამინ­დიც ხელს უწყობს და მი­ხა­რია, რომ აქ მოვ­ხვდი. ხვალ ჰო­ლან­დი­ა­ში ვბრუნ­დე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ძენ ერთ-ერთ სა­სა­ჩუქ­რე შე­ფუთ­ვას ჩემი მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის.

 

 

ვფიქ­რობ, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია და­ბა­დე­ბის დღის, ახა­ლი წლის თუ სხვა დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ეთ­ნი­კუ­რად ვარ ჩი­ნე­ლი, წლე­ბია ჰო­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობ, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ ბევ­რი არ მსმე­ნია. ვთვლი, რომ ამ შთამ­ბეჭ­და­ვი გე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ მთელ მსოფ­ლი­ო­ში უნდა იცოდ­ნენ“ - გა­ნა­ცხა­და თი­ნამ ჰო­ლან­დი­ი­დან.

უნი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე სა­კო­ლექ­ცი­ოდ/სა­სა­ჩუქ­როდ შე­ფუ­თუ­ლი 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის შე­ძე­ნა ექ­სკლუ­ზი­ურ ფა­სად - 129 ლა­რად, მომ­ხმა­რებ­ლებს allwine.ge-ზეც შე­უძ­ლი­ათ.

„მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მომ­ხმა­რე­ბელს მხო­ლოდ ჩვენ­თან შე­ეძ­ლე­ბა ამ პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა ექ­სკლუ­ზი­ურ ფა­სად. მათ ჩვე­ნი სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით თი­თო­ე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი პორ­დუქ­ტის გა­მო­წე­რა შე­უძ­ლი­ათ, ყველ­გან მი­უ­ხე­და­ვად ად­გი­ლი­სა და დრო­ი­სა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, რომ იჩ­ქა­რონ და შე­ი­ძი­ნონ რჩე­უ­ლი ღვი­ნო­ე­ბი, რად­გან რა­ო­დე­ნო­ბა ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია“ - გა­ნა­ცხა­და პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, allwine.ge-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ანი ამი­რა­ნაშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტის - „10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ” მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. რო­გორც „მე­დია ჰოლ­დინ­გი პა­ლიტ­რი­სა“ და allwine.ge-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, პრო­ექ­ტი რჩე­ულ ქარ­თულ ღვი­ნო­ებს უფრო ხელ­მი­საწ­ვდომს გახ­დის, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო თვალ­საზ­რი­სით.

 

ათი რჩე­უ­ლი ღვი­ნის პრო­ექ­ტი 2017 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე" და­ი­წყო, სა­დაც პირ­ვე­ლი ბრმა დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ ღვი­ნო­ე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მებ­ზე გრძელ­დე­ბო­და. პირ­ველ ეტაპ­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში 250 000-მდე ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო და 23 და­სა­ხე­ლე­ბი­დან ღვი­ნის 10 სა­ხე­ო­ბა აირ­ჩია.

 

მე­ო­რე ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებ­მა დე­გუს­ტა­ცი­ის­თვის სა­კუ­თა­რი ღვი­ნო­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სის გამო ბრმა დე­გუს­ტა­ცია 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოთხმა ქარ­თველ­მა და ერ­თმა ფრან­გმა ღვი­ნის ექ­სპერ­ტმა, სწო­რედ ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით რჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ­ლის ერთი ნა­წი­ლი - 5 ბოთ­ლი, ერთ შე­ფუთ­ვა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ხოლო მე­ო­რე 5 ღვი­ნო - მე­ო­რე შე­ფუთ­ვა­ში.

 

სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სტა­ტუ­სი შემ­დეგ­მა სა­ხე­ო­ბებ­მა და­იმ­სა­ხუ­რეს:

     ახალ­შე­ნი 2005 - "სა­ფე­რა­ვი";

     თე­ლი­ა­ნი ველი - "ტვი­ში";

     მეღ­ვი­ნე­ო­ბა ბე­სი­ნი - "წი­ნან­და­ლი";

     მა­რა­ნუ­ლი - "ახა­შე­ნი";

     ბა­ტო­ნო - "ქინ­ძმა­რა­უ­ლი";

     გი­უა­ა­ნი - "რქა­წი­თე­ლი";

     თბილ­ღვი­ნო - "ხვან­ჭკა­რა";

     შატო ნეკ­რე­სი - "მუ­კუ­ზა­ნი";

     კონ­ჭო და კომ­პა­ნი - "ქისი";

    კორ­პო­რა­ცია ქინ­ძმა­რა­უ­ლი - "მწვა­ნე".  

 

ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

მასალის გამოყენების პირობები
16 ივლისი, 2018 12:05 p.m.
ნანახია: 187