როგორ გავაქათქათოთ ჭურჭლის ნიჟარა ხორბლის ფქვილის მეშვეობით - Gemrielia.ge

როგორ გავაქათქათოთ ჭურჭლის ნიჟარა ხორბლის ფქვილის მეშვეობით

დიასახლისების უმეტესობა თვლის, რომ შინ იდეალური სისუფთავის მისაღწევად აუცილებელია ძვირად ღირებული ქიმიური საშუალებების შეძენა და ტიტანური შრომის გაწევა. სინამდვილეში საქმე ბევრად მარტივად არის: მაგალითად, ჭურჭლის ნიჟარის გაკრიალება ყველაზე იაფიანი და რაც მთავარია, ბუნებრივი საშუალებითაც არის შესაძლებელი.

მეთოდი, რომელსაც ახლა გასწავლით, გამოგადგებათ ნებისმიერი უჟანგავი ლითონის მქონე ზედაპირისთვის. 

 

პირველ რიგში გარეცხეთ ჭურჭელი, რომელიც დაგიგროვდათ და გაასუფთავეთ ნიჟარა ნარჩენებისგან.

ეცადეთ, რომ უჟანგავი ლითონი იშვიათად გახეხოთ უხეშზედაპირიანი ჩვრით და მკაწრავი ფხვნილით.

გაამშრალეთ ნიჟარა კარგად. გამოიყენეთ ან ქაღალდის ხელსახოცი, ან ტილო.

ჩაყარეთ ნიჟარაში 1/4 ჭიქა ფქვილი ისე, რომ კარგად დაფაროს ნიჟარის კედლები.

რბილი ჩვრით გაუსვით ნიჟარის კედლებს. ამოიღეთ ზედმეტი ფქვილი, რათა არ გაიჭედოს მილში, შემდეგ კი მიუშვით გამდინარე წყალი და ჩამორეცხეთ.

სულ ეს იყო! თქვენი ჭურჭლის ნიჟარა იდეალურად სუფთაა და ბზინავს!