როგორ მოვამზადოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი შემწვარი ბადრიჯანი - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი შემწვარი ბადრიჯანი

დავამარილოთ თუ არა? რამდენ ზეთში შევწვათ? ამ შეკითხვებზე დეტალურად გიპასუხებთ, რათა ყველაზე გემრიელად შეწვათ ბარიჯანი.

 


თავდაპირველად ჩამოვწეროთ ბადრიჯნის შეწვისას ყველაზე ხშირად გაჩენილი შეკითხვები:


1.    მართალია თუ არა, რომ ბადრიჯანს სიმწარე ეკარგება, თუკი მას შეწვამდე დავამარილებთ?
2.    მართლაც იწოვს თუ არა ბარიჯანი იმდენ ზეთს, რასაც ტაფაზე შეწვისას ვასხამთ?
3.    აქვს თუ არა აზრი ბადრიჯნის დამარილებას წინასწარ იმ მიზნით, რომ ბოსტნეულმა მომზადებისას ფორმა არ დაკარგოს?

მაშ ასე, უნდა დავამარილოთ თუ არა ბადრიჯანი შეწვის წინ?

ჩავატარეთ ექსპერიმენტი: გავფცქვენით ბადრიჯანი, გავჭერით შუაზე. დავჭერით თითოეული კუბიკებად. მაშინვე გავუსინჯეთ გემო, რათა დავრწმუნებულიყავით მწარე იყო თუ არა ბადრიჯანი. სიმწარე შეუმჩნეველი იყო... შესაბამისად პირველ კითხვაზე პასუხი შემდეგი იყო... მარილის მოყრა წინასწარ ბადრიჯანს იმის გამო, რომ სიმწარე მოშორდეს, არ ჭირდება.

 

რამდენი ზეთი ჭირდება ბადრიჯანს შესაწვავად?

კუბიკებად დაჭრილი ბადრიჯნის ერთ ნაწილს მოვაყარეთ მსხვილი მარილი და დავყარეთ საწურზე, ხოლო მეორე ნაწილი ჩავყარეთ ტაფაში გაცხელებულ ბევრ ზეთში.
ზეთი მართლა მთლიანად შეიწოვა ბადრიჯანმა. ცოტა ხანში კი ბოსტნეული დაიბრაწა.
შემდეგ შევწვით დამარილებული ბადრიჯანი იგივე რაოდენობის ზეთში.
შედეგად მივიღეთ, უმარილო ბადრიჯანმა ბევრად მეტი ზეთი შეიწოვა, ვიდრე წინასწარ მარილმოყრილმა.

 

უნდა დავამარილოთ თუ არა ბადრიჯანი იმისათვის,  რომ არ დაკარგოს ფორმა?

ორივენაირად შემწვარი ბადრიჯანი (უმარილო და მარილიანიც) მოვათავსეთ ცალ-ცალკე ჯამებში წინასწარ მომზადებულ ტომატის სოუსში, ავურიეთ და მოვთუშეთ 15 წუთის განმავლობაში თავდახურულ ტაფაში.
ერთი შეხედვით არსებითი სხვაობა არ ჩანდა. მაგრამ როცა მომზადებული რაგუ თეფშებზე გადავიტანეთ, აშკარა გახდა, რომ  ისინი ერთმანეთისგან  კონსისტენციით განსხვავდებოდნენ. ზეთი, რომელიც შეიწოვა ბადრიჯანმა, სოუსში გადავიდა. ხოლო საერთო მასა თითქმის ერთგვაროვანი გახდა.
მეორე რაგუში,  რომელიც წინასწარ დამარილებული ბადრიჯნისგან მოვამზადეთ, ბოსტნეული ფორმაშეუცვლელი დარჩა! 

საუკეთესოდ შემწვარი ბადრიჯნის მომზადების შედეგები


მაშ ასე, ექსპერიმენტის შედეგები ასეთი იყო:
პირველ კითხვაზე პასუხი იყო, რომ ბადრიჯანი მარილის გარეშე მწარე არ იყო. მაგრამ! იცოდით, რომ ჩვენი გემოს რეცეპტორები ისეა მოწყობილი, რომ მარილიანი გემო მწარის აღქმას აქვეითებს? ანუ, თუკი ბადრიჯანი მართლაც მწარეა, მარილი ამ სიმწარეს ჩაახშობს.
მეორე კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია! არა! ბადიჯანი იმდენ ზეთს შეიწოვს, რამდენსაც მისი ღრუბელივით რბილობი შთნთქავს. ამასთან თუკი ბადრიჯანი წინასწარ დამარილებულია, ის ბევრად ნაკლებ ზეთს შეიწოვს შეწვისას. თითქმის ორჯერ ნაკლებს.
და ბოლოს, შეინარჩუნებს თუ არა ფორმას წინასწარ დამარილებული ბარდიჯანი? დიახ, ეს მართლაც ასეა, განსაკუთრებით, თუკი ბადრიჯანს წვავთ. 
მაშ ასე, უკვე იცით, როგორ შეწვათ იდეალურად ბარიჯანი ისე, რომ არც სიმწარე ჰქონდეს, არც ფორმა დაკარგოს და არც ბევრი ზეთი შეიწოვოს.
 

აქვე იხილეთ შემწვარი აჯაფსანდალის რეცეპტი