რა ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას ჭურჭლის სარეცხი საშუალებები?

იცოდით, რომ მაღაზიაში ნაყიდ ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული  ზიანის მიყენება შეუძლია? საშიშროებას წარმოადგენს მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებისგანაც თხევადი სარეცხი საშუალებები შედგება.
სინამდვილეში მათი ჩამოშორება ჭურჭლიდან არც ისე მარტივია: ერთი თეფში მინიმუმ 15-ჯერ უნდა გაივლოს გამდინარე წყალში, რომ მთლიანად მოშორდეს სარეცხი საშუალება.


რით არის საშიში ნაყიდი ჭურჭლის სარეცხი საშუალებები?


1.    ექსტრაქტები + ვიტამინები შემადგებლობაში და ხელების მოვლა - არის თუ არა მათ შორის რაიმე საერთო?
რეკლამა, რომელსაც ვკითხულობთ ეტიკეტებზე და გვპირდება, რომ ჩვენ ხელებს დაიცავს გარეზმოქმედებისგან, მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია. ისეთ დანამატებს, როგორებიც არის გვირილა, ალოე ვერა და ვიტამინები - არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. ისინი ვერ დაატაენიანებენ კანს და ვერც ვიტამინებით შეავსებენ. პირიქით, ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი სითხე დერმის დამცავ ფენას ზიანს აყენებს, აშრობს მას და იწვევს ქავილს.
მეტიც, სპეციაისტები გვირჩევენ, ჭურჭელი რეზინის ხელთათმანების გარეშე არ გავრეცხოთ. ეს საუკეთესო დაცვაა ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებებისგან - საკმაოდ ძლიერი აგრესიული ნივთიერებებისგან. შესაძლოა, კანის სიმშრალე მაშინვე ვერ იგრძნოთ, რადგან ქიმიური ნივთიერებები დროთაგანმავლობაში იძლევა ეფექტს. მათ, ვისაც ალერგიისკენ აქვს მიდრეკილება ნაყიდ საშუელებებთან კონტაქტმა შესაძლოა, დერმატიტიც კი გაუჩინოს.


2.    რა რაოდენობის საშიში ნივთიერებები ხვდება ორგანიზმში სარეცხ საშუალებებთან კონტაქტისას?
სტატიის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ ჭურჭლიდან ქიმიის ჩამოშორება საკმაოდ რთულია. და აი, რას გვიქადის მასზე დარჩნილი ჭურჭლის სარეცხი საშუალება: გაშრობის შემდეგ, ჭურჭელზე აპკის სახით რჩება ქიმიური ნივთიერება. შესაბამისად, ის ჩვენს ორგანიზმში საკვებიდან გადმოვა. თუკი ეს სისტემატიურად ხდება, ქიმიური ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმში გროვდება და გვწამლავს: იწვევს ნივთერებათა ცვლის დარღვევას და შინაგანი ორგანოების მუშაობა მწყობრიდან გამოყავს. გარდა ამისა - ეს კანცეროგენებია, რომლებსაც შუეძლიათ გამოიწვიონ ავთვისებიანი წარმონაქმნები კუჭში ან ნაწლავებში.
გარდა ამისა ქიმიური ნივთირებები კანიდანაც აღწევს ჩვენს ორგანიზმში, სწრაფად იწოვს სისხლი და მთელ ორგანიზმს მოედება. 
სპეციალისტების შეფასებებით, წელიწადში ადამიანი „ჭამს“ დაახლოებით 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხ საშუალებას. 

 


3.    სინამდვილეში რისთვის არის საჭირო არომატიზატოები ჭურჭლის სარეცხ საშუალებებში?
სისულელე იქება ვიფიქროთ, რომ სხვადასხვა არომატები („ლიმონი“, „ვაშლი“ და სხვა..) მხოლოდ იმიტომ არის სარეცხ საშუალებებში დამატებული, რომ გაგვილამაზოს ჭურჭლის რეცხვა. ისინი პირველ რიგში იმისთვის არის საჭირო, რომ დაფაროს სითხეში შემავალი ქიმიური საშუალებების მძაფრი სუნი.
როცა ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს იყენებთ, გინდათ არ გინდათ, ისუნთქავთ ყველა ამ ნივთერებას. მეცნიერების აზრით, ამას  სასუნთქი გზების დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების ყიდვისას, მათი დაყნოსვის ჩვევა, უსაფრთხო სულაც არ არის.

 

როგორ დავიცვათ თავი ჭურჭლის სარეცხი საშუელებების მავნე ზამოქმედებისგან?


იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომწამლავი ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრის შანსი:

ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე მოცემული შემადგენლობა. აირჩიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აქტიური ქიმიური საშუალებების დაბალი შემცველობით. ყურადღება მიაქციეთ მასში ხელოვნური არომატიზატორების შემცველობას.

 

 

ჩვევად გაიხადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად და იშვიათად გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე. გარეცხეთ ჭურჭელი სადილის დამთავრებისთანავე, რათა არ შეახმეს საკვები ჭრჭლის ზედაპირს და მარტივად მოშორდეს მას.
სითხის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და ეცადეთ, არ შეისუნთქოთ მისი სუნი.

 

გახსენით ჭურჭლის სარეცხი სითხე წყალში, კარგად გარეცხეთ  ხოლმე ღრუბელი და ზედმიწვენით კარგად გაავლეთ ჭურჭელი გამდინარე წყალში, არანაკლებ 20 წამისა;

 


ხშირად გამოიყენეთ ალტერნატიული ვარიანტები - ხალხური საშუელებები: სოდა, მდოგვის ფხვნილი, სარეცხის საპონი. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ცხიმს და ორგანიზმისთვის საშიშროებასაც არ წარმოადგენს.

ასევე იხილეთ რა უნდა ვიცოდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შესახებ

მასალის გამოყენების პირობები
27 ივლისი, 2018 04:37 p.m.
ნანახია: 5192