რისთვის არის სასარგებლო ნედლი კაკალი? + ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელი მურაბის რეცეპტი

ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს რეკორდულ რაოდენობას, რაც უკვე ძველ, მაგარნაჭუჭიან კაკალში ნაკლებად არის. ასევე ნედლი კაკლის შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით იოდი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის.

 


გთავაზობთ კაკლის ნაყენის 4 უებარ რეცეპტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, თქვენ არა მხოლოდ დაივიწყებთ სეზონურ ვირუსებს, არამედ მოიხსნით კუჭ-ნაწლავისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, ასევე გაიუმჯობესებთ მხედველობას.

4 რეცეპტი ნედლი კაკლისგან


ნაყენების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 15 ივლისამდე მოგროვებული მწვანე, ნედლი კაკლები. ამის შემდეგ ქერქი გარქოვანდება და ნაყენისთვის ის აღარ გამოდგება.

1. ნედლი კაკლის ნაყენი მხედველობის გასაუმჯობესებლად


აიღეთ 15 ცალი კაკალი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წრეებად. ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში.
ცალკე ჭურჭელში 30 გრამი საფუარი გახსენით 2 ლიტრ თბილ, ანადუღარ წყალში, დაუმატეთ 1 კგ შაქარი და აურიეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ დაასხით დაჭრილ კაკალს იმდენი საფუვრიანი წყალი, რომ კიდემდე 5 სმ ადგილი დატოვოთ. დააფარეთ ქილას მარლა და გააჩერეთ 30 დღე თბილ ადგილას, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება.
მზა ნაყენი გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ დღის განმავლობაში, ჭამიდან ჭამას შორის.


2. სპირტზე დამზადებული კაკლის ნაყენი კუჭ-ნაწლავისთვის

 


აიღეთ 30 ცალი რბილი კაკალი, დაჭერით კუბიკებად და აავსეთ 3 ლიტრიანი ქილა. დაასხით 1 ლ სპირტი და დაახურეთ პლასტმასის თავსახური. დადგით ჭურჭელი მზიან ადგილას და 2 კვირაში გადაწურეთ.
მიღებული ნაყენი გადაიტანეთ გაუმჭვირვალე, მუქი ფერის ქილაში და მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.
მიიღეთ ნაყენი კუჭის ტკივილისას ან ნაწლავური ინფექციების დროს 10-10 გ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3. ნედლი კაკლის მურაბა ფარისებრი ჯირკვლისთვის

 


გაფცქვენით 1 კგ ნედლი კაკალი, დაასხით წყალი და გააჩერეთ მაცივარში 2 დღე. ყოველ 12-16 საათში გამოუცვალეთ წყალი, რათა სიმწარე გაუყვანოთ.
ჩაასხით ქვაბში ან ჯამში 2 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მასში დამბალი კაკალი და დააყარეთ 800 გ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე.
გადმოდგით მურაბა ცეცხლიდან და 5-6 საათში კვლავ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღემადე და კვლავ გააციეთ. კვლავ დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, შემდეგ კი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
გაასტერილეთ ქილები, გაანაწილეთ მურაბა მათში და მჭიდროდ დააფარეთ პლასტმასის სახურევები. მოათავსეთ ბნელ ადგილას და შეფუთეთ პლედით. როცა მურაბა კარგად გაცივდება, შეინახეთ გრილ ადგილას.

4. გაციების საწინააღმდეგო ნაყენი ნედლი კაკლისგან


გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად 1 ჭიქა ნედლი კაკალი და შეურიეთ 2 ჭიქა შაქარი.
გააჩერეთ 1-2 კვირა მიღებული მასა და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით (შეგიძლიათ გახსნათ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და ისე მიიღოთ).


ყურადღება! სანამ ნედლი კაკლის ნაყენის მიღებას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია კაკალზე, ან ნაყენში შემავალ სხვა პროდუქტებზე. 


 

მასალის გამოყენების პირობები
30 ივლისი, 2018 05:45 p.m.
ნანახია: 10439