როგორ გავყინოთ მწვანილი ისე, რომ ყველა არომატი შევუნარჩუნოთ - Gemrielia.ge

როგორ გავყინოთ მწვანილი ისე, რომ ყველა არომატი შევუნარჩუნოთ

ზამთრისთვის აუცილებლად გაყინეთ მწვანილი.

 

ამისათვის, დააფინეთ გაშლილ ჭურჭელზე პერგამენტი ან საკვების შესაფუთი ცელოფანი და თხელ ფენად გაანაწილეთ ზედ მწვანილი. მოათავსეთ 2-3 საათით საყინულეში. 

 

შემდეგ სწრაფად ჩაყარეთ გაყინული მწვანილი პატარა ჰერმეტულად შეკვრად პაკეტებში და შეინახეთ საყინულეში.

 

ასე გაყინული მწვანილის გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ თერმულად დამუშავებულ კერძებში, არამედ სალათებში..

ის წამებში გალღვება.

 

მწვანილის გაყინვის მეორე მეთოდი: გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით მწვანილი. გაანაწილეთ ყინულის გასაკეთებელ ფორმებში და დაასხით ცოტაოდენი წყალი ან ზეითუნის ზეთი. როცა კუბიკები გაიყინება, გადმოყარეთ, მოათავსეთ კონტეინერებში ან პაკეტებში, გერმეტულად დაახურეთ თავსახური ან მოუკარით თავი და შეინახეთ საყინულეში.