ხელის ნიღაბი გაუხეშებული, დალაქავებული და დანაოჭებული კანისთვის

ხელები ისევე გასცემენ ქალის ასაკს, როგორც თვალის ირგვლივ ნაოჭები. თუკი სახეზე ნაოჭებს კოსმეტიკის საშუალებით შენიღბავთ, ხელებს მსგავსს ვერაფერს მოუხერხებთ. შესაბამისა, ეს უკანასკნელნი - ქალის სავიზიტო ბარათია.

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ სილამაზის სალონებში სისტემატიური სიარულით და პროფესიონაური მოვლით კანის მდგომარეობას საგრძნობლად გავიუმჯობესებთ. მაგრამ არსებობს საშუელებები, რომლებიც დროსაც ზოგავს და სახსრებსაც, ამასთან შედეგს იდეალურს იძლევა.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ ერთი შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც არა მხოლოდ ღრმად ასუფთავებს ხელებზე კანს, არამედ აახალგაზრდავებს, აქრობს ლაქებს და არბილებს ნუნებს.

 

დაგჭირდებათ:

2 ს.კ მარილი (უმჯობესია ზღვის)

2 ს.კ. საკვები სოდა

3 ს.კ. სახის დასაბანი ქაფი, ან თხევადი საპონი.

მომზადება:

გამოიყენეთ ზღვის მარილი, რომელსაც წინასწარ ყავის საფქვავში დაფქვავთ. დაუმატეთ სოდა და სახის დასაბანი გელი ან ქაფი. აურიეთ არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე (ამას ერთ წუთზე მეტი დრო არ დაჭირდება).

 

 

როცა მასა მზად იქნება, წაისვით ხელებზე დაწყებული თითის წვერებიდან მაჯებით დამთავრებული. წაისვით ნიღაბი მსუბუქი მასაჟის მოძრაობით. დანსაკუთრებული ყურაადღება დაუთმეთ ნუნების მონაკვეთს. შეიზილეთ ნიღები და გაიჩერეთ  10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

 

 

მასალის გამოყენების პირობები
6 აგვისტო, 2018 07:51 p.m.
ნანახია: 1404