როგორ მოვუაროთ კერამიკის, უწვავი ზედაპირის მქონე ტაფას ისე, რომ დიდხანს გვემსახუროს?
ყოველმა დიასახლისმა იცის, რომ სამზარეულოს მთავარი ჭურჭელი - ტაფაა. ბოლო დრომდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ტაფები ტეფლონის ზედაპირით. ეს გასაგებიც არის... ვის მოწონს, მიმწვარი საჭმლის გემო? მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი ზედაპირის ჭურჭელი ძალიან ფაქიცია და პატარა გაკაწვრაზე არასასურველია მისი გამოყენება, რადგან დაზიანებული ტაფა საშიშია ჯანმრთელობისთვის.
სწორედ ამის გამო, ბევრი დიასახლისი უპირატესობას კერამიკის ტაფას ანიჭებს. ისიც უწვავი ზედაპირის ფუნქციას ითვისებს და ამასთან ძალიან ლამაზია. ერთი სიტყვით, ასეთი დაფარვის ტაფებს თავისი მოვლის წესები აქვს და თუ მათ დაიცავთ, ეს ძალიან საჭირო ჭურჭელი დიდხანს გემსახურებათ.
როგორ გამოვიყენოთ კერამიკული ტაფები
პირველ რიგში ახალი ტაფა გარეცხეთ თბილ, საპნიან წყალში და გაამშრალეთ კარგად. საჭმლის მომზადების წინ, მოასხით რამდენიმე წვეთი ზეთი (ან სხვა ცხიმი) და გააცხელეთ. ეს გააძლიერებს ტაფის უწვავი ზედაპირის ფუნქციას.
კერამიკული ზედაპირი უძლებს მექანიკურ დაზიანებებს, თუმცა, მაინც აჯობებს მოსარევად გამოიყენოთ ხის ან სილიკონის ნიჩბები. ასევე გახსოვდეთ, რომ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებიც აზიანებს ჭურჭლის ზედაპირს. ასე რომ ნუ მოათავსებთ მაშინვე ტაფაზე მაცივრიდან გამოღებულ პროდუქტებს. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთი, ხოლო შემდეგ დაიწყეთ მომზადება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული მომზადების შემდეგ, მაშინვე, ცხელ-ცხელი ტაფის გარეცხვა. დააცადეთ, სანამ თავად არ გაგრილდება ჭურჭელი, ხოლო შემდეგ შეუდექით რეცხვას.
ასევე არ შეიძლება ჭურჭლის დიდხანს ცეცხლზე გაჩერება პროდუქტების გარეშე. შედეგად მან შესაძლოა, დაკარგოს თავისი უწვავი ფუნქციები. კერამიკა - სითბოს კარგი გამტარია, ამიტომაც საჭმლის მომზადებისას ცეცხლის ზომიერი ტემპერატურა გამოიყენეთ ხოლმე.
ასეთი ჭურჭლის გარეცხვა უმჯობესია თბილ, საპნიან წყალში და ნუ გამოიყენებთ უხეშ სარეცხ ჯაგრისებსა და ფხვნილის ტექსტურის სარეცხ საშუალებებს. თუკი ჭურჭლის სარეცხ მანქანას იყენებთ, კერამიკის ტაფის რეცხვისას ჩართეთ დაბალი ტემპერატურული რეჟიმი (50 გრადუსი) და დაუმატეთ მინიმულური რაოდენობის სარეცხი საშუალება. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხშირი გამოყენება აქვეითებს ტაფის უწვავი ზედაპირის ფუნქციებს.