წყლის სმის ყველაზე სწორი რეჟიმი
ცუდად ყოფნას, სისუსტესა და თავის ტკივილის ხშირად გადაღლილობას და სამსახურში პრობლემებს ვაბრალებთ, შედეგად ვიღებთ წამლებს, ან უბრალოდ თავს ვირთობთ გემრიელობების ჭამით. არადა, ამ დროს ხშირად საკმარისია, დალიოთ ერთი ჭიქა ჩვეულებრივი წყალი.
დიახ, ბევრს ეს გააკვირვებს. არადა, ხშირ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილების მიზეზი წყლის უკმარისობაა, რაზეც ორგანიზმი საკმაოდ მკვეთრ რეაქციებს იძლევა.
ყოველი მეორე ადამიანი წყლის დღიური, საჭირო ნორმის მხოლოდ მესამედს სვამს, რაც ორგანიზმში ქიმიური პროცესების დაღვევებს იწვევს.
და თუკი ახალგზარდა ორგანიზმი ერევა წყლის უკმარისობას, ასაკთან ერთად ადამიანებს მთელი რიგი დარღვევები აღენიშნება ამის გამო. უპასუხეთ მარტივ შეკითხვას: რა სიხშირით გაწუხებთ თავის ტკივილი და დაღლილობა, რა რაოდენობით წყალს იღებთ, გარდა ჩაის და ყავისა? თუკი ტკივილი დილიდან თქვენი ჩვეული მდგომარეობაა, ღირს დაფიქრებად.
მეტი არ ნიშნავს უკეთესს
ბოლო რამდენიმე წელია ყველა სტატია ჯამრთელობის შესახებ საუბრობს წყლის მნიშნელობაზე თქვენი ორგანიზმისთვის. რომ ეს არის ჩვენს პლანეტაზე ყველაზე სასარგებლო პროდუქტი და რაც მეტს მიიღებთ დღის განმავლობაში, მით ჯამრთელი იქნებით. და რომ ფაქტობრივად ყოველ ყლუპზე ყოველი უჯრედი ორგანიზმში ჯანსაღდება და სასარგებლო ელემენტებით მარაგდება. მაგრამ ექსპერტები ამ საკითხს სადაოდ მიიჩნევენ.
„არსებობს მოსაზრება, რომ წყურვილი მხოლოდ და მხოლოდ წყლით უნდა მოვიკლათ, - საუბრობს დიეტოლოგი გალ გოლდბერგი. - ჩემი კოლეგები და მეც ვერ ვიტყოდით, რომ ადამიანებმა მხოლოდ წყალი უნდა დალიონ წყურვილის მოსაკლავად. ეს ყველასთვის ინდივიდუალურია“.
წყლის მიღების რაოდენობა უნდა განისაზღვრებოდეს ადამიანის კვების, მისი ცხოვრების, ასევე საქმიანობის მიხედვით. თუკი, ახლა წყლის პოპულარულ ნორმას მისდევთ და დღეში 1,5-2 ლიტრ წყალს სვამთ, სვით ის სწორ დროს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.
რა დროს უნდა დავლიოთ წყალი
8:00. - ჭიქა თბილი ლიმონიანი წყალი უზმოზე. დამტკიცებულია, რომ ეს დღის საუკეთესო დასაწყისია. წყალი უზმოზე - არის ჰიდროტაციის საჭრო დონის მიღწევა, ორგანიზმის გაღვიძება, საკვების მისაღებად მომზადება. რა თქმა უნდა, საუზმობა რეკომენდებულია წყლის დალევიდან ნახევარ საათში.
11:00. - ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი. ამ დროს წყლის დალევა ნიშნავს - დაიქვეითოთ მადა და მიირთვად სადილად იმ ულუფის ნახევარი, რასაც წყლის გარეშე მიირთმევდით. თუკი გსურთ, არა მხოლოდ გაიუმჯობესოთ ჯამრთელობა, არამედ წონაშიც დაიკლოთ, გაიხადეთ წყლის სმის ეს დრო წესად.
13.00. - ერთი ჭიქა თბილი წყალი 30 წუთით ადრე სადილამდე და ერთი ჭიქა სადილის დროს. არსებობს მითი, რომ ჭამის დროს წყლი დალევა - მავნებელია. თუკი, ტკბილ სამელს ან გაზიანს სვამთ, დიახ, ეს მართლაც მავნებელია. მაგრამ ჩვეულებრივი, ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა ჭამის დროს აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
16.00 . - 0.5 ლ ოთახის ტემპერატურის წყალი. ჩვენ სხვადასხვანაირად ვავსებთ სადილსა და ვახშამს შორის პერიოდს: ხილით, შოკოლადით, ჩიპსებით. არადა, ამის გაკეთება, საჭიროა წყლით.
წყლის სმის ასეთი რეჟიმი არა მხოლოდ აჯანსაღებს ორგანიზმს, არამედ გვეხმარება ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში. დაიცავით ეს საათები და დაივიწყეთ დიეტა, შიმშილი და სხვა შეზღუდვები.