მსუბუქი საშემოდგომო  დიეტა - Gemrielia.ge

მსუბუქი საშემოდგომო  დიეტა

მათთვის, ვინც იცის, რომ წლების მანძილზე დაგროვებული ცხიმი რამდენიმე კვირაში არ დაიშლება, არსებობს მსუბუქი დიეტები. ნებისმიერი დიეტის მთავარი პრინციპია ზომიერება და კვების რეჟიმის დაცვა. ვჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა, დღეში დაახლოებით 5-6- ჯერ. ერთჯერადი რაციონი არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს და უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს უჯრედისის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს. ტკბილეულის მოყვარულებს შაქრის ნაცვლად სთავაზობენ ჩირებს, თაფლს, თხილეულს. სხვადასხვა სახის მზა სოუსები, ჩიფსები, ტკბილეული, ძეხვეული და ნახევარფაბრიკატები დიეტის დროს აკრძალულია, დიეტის შემდეგ კი იშვიათად უნდა მივირთვათ.

 

 

გთავაზობთ დიეტას, რომლის მიხედვითაც სურვილისამებრ შეგვიძლია გადავანაწილოთ ნებადართული პროდუქტები და შევადგინოთ მენიუ. საკვები გადანაწილდება დღეში 3-5 ჯერზე. პროდუქტები შეიძლება გამოცხვეს, მომზადდეს ორთქლზე, მოიშუშოს. მთავარია, რომ ვახშამი დაძინებამდე 4 საათით ადრე დავგეგმოთ და შემდეგ არავითარი წახემსება!
გასახდომი მსუბუქი დიეტის მენიუს ნიმუში:

 

 

 

  1. საუზმის ვარიანტები - ფაფა ბოსტნეულით; ფოთლოვანი ბოსტნეული და მოხარშული კვერცხი; მარცვლოვანი ხაჭო და კეფირი ან უცხიმო მაწონი.

მეორე საუზმის ვარიანტები - ტკბილ-მჟავე ხილი, ტოსტი და ჩაი 1 ჩ.კ. თაფლით; ბოსტნეულის სალათა და წყალი.

სადილის ვარიანტები - ბოსტნეულის წვნიანი, სალათის ფოთლები, ყველის ნაჭერი, ტოსტი და ჩაი; 150 გ მოხარშული ქათმის ფილე, მწვანე ბოსტნეულის სალათა და ახალგამოწურული წვენი; ბორშჩი, ხილის სალათა საწებლის გარეშე და ჩაი.

ვახშმის ვარიანტები - წიწიბურას ფაფა წყალზე უცხიმოდ მომზადებული, ბოსტნეულის სალათა და ასკილის წვენი; ვინეგრეტი ზეითუნის ზეთით და ჩაი; გამომცხვარი თევზი, ფოთლოვანი ბოსტნეული და ტომატის წვენი.

ძილის წინ - პიტნის ჩაი, გაზგამოცლილი მინერალური წყალი, ლიმონის ნაჭრიანი მწვანე ჩაი.
ვარიანტები შეგვიძლია ავარჩიოთ შეხედულებისამებრ და დიეტის სწორად დაცვის პირობებში შესაძლებელია კვირაში 1-2 კილოს დაკლება.