გაუდა
გაუდა
გაუდა - ჰოლანდიური ყველის სახეობაა, რომლის სახელიც დაკავშირებულია ჰოლანდიის ამავე სახელწოდების ქალათქან. აქ იგი მზადდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ქალქ გაუდას შემოგარენში მრავალი ფერმა იყო, რომლებიც მას აწარმოებდნენ. XIX საუკუნიდან მოყოლებული ყველის ეს სახეობა ძალიან პოპულარული გახდა მთელ ჰოლანდიაში. თავიდან ყველს ჰქონდა მრგვალი ფორმა და თითო თავი იწონიდა დაახლოებით 12 კილოგრამს. შიგნიდან იგი არის მოყვითალო ფერის, მცირე ნასვრეტებით. მასში ცხიმის შემცველობა 48%-ს აღწევს. დღესდღეობით აწარმოებენ ყველის შედარებით პატარა, 4-5 კილოგრამიან თავებს. გაუდა მიეკუთვნება მსუბუქი ყველის სახეობებს, აქვს ნაღების ნაზი არომატი და გემო. დავარგებასთან ერთად იგი ხდება უფრო მეტად არომატული. ჰოლანდიაში აწარმოებენ გაუდას სხვადასხვა დანამატით, ესენია მდოგვი, წიწაკა, ძირა და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:06 p.m.
ნანახია: 4815