რით არის სასარგებლო საქონლის და ქათმის ღვიძლი და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს - Gemrielia.ge

რით არის სასარგებლო საქონლის და ქათმის ღვიძლი და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს

საქონლისა და ქათმის ღვიძლი ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ხშირად იყენებენ ბავშვების კვების რაციონში. 

ღვიძლი მდიდარია ცილებით, მასში შემავალ მინერალებსა და ვიტამინებს ადვილად ასათვისებელი ფორმა აქვს. მედიკოსები და დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს, კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი. თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და სხვა თავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზისადმი მიდრეკილება და, საზოგადოდ, სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება.

 

ძირითადად იყენებენ ღორის, საქონლის, ქათმის და თევზის (განსაკუთრებით ვირთევზას) ღვიძლს. თუმცა ბავშვების მენიუში უფრო ხშირად საქონლის და ქათმის ღვიძლია აპრობირებული.


საქონლის ღვიძლი

სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია და კალორიული - 130 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. გარდა ვიტამინების სრული ნაკრებისა, საქონლის ღვიძლში არის ბეტა-კაროტინი, D და K ვიტამინები, ოცამდე მინერალი, სხვადასხვა ფერმენტი, ამინმჟავა და სხვა ნივთიერებები.
 

ქათმის ღვიძლი

ქათმის ღვიძლი ასევე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომ ძალზე სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის.
 

ღვიძლის სწორად არჩევისა და მომზადების წესები იხილეთ mshoblebi.ge-ზე