დესერტი, რომელიც მსოფლიო სკანდალის მიზეზი გახდა - "პავლოვა" (+ვიდეორეცეპტი) - Gemrielia.ge

დესერტი, რომელიც მსოფლიო სკანდალის მიზეზი გახდა - "პავლოვა" (+ვიდეორეცეპტი)

მსოფლიო კულინარიის სფეროში კარგად არის ცნობილი დესერტი, სახელწოდებით "ანა პავლოვა", რომლის ირგვლივ რამდენიმე წლის წინ სერიოზული სკანდალი შექმნა. საქმე ის არის, რომ ოქსფორდის კულინარიული ლექსიკონის შექმნის პროცესში ამ ტკბილეულის წარმოშობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა, რადგან მის სამშობლოდ თავს აცხადებდა ავსტრალია და ახალი ზელანდია. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ დესერტი პირველად მომზადდა 1926 წელს, ველინგტონში, ახალ ზელანდიაში. გასტროლებზე მყოფი რუსი ბალერინას, ანა პავლოვას ცეკვით მოხიბლულმა ერთ-ერთმა კულინარმა მოამზადა პირველად ეს საკმაოდ ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი. თუმცა სახელწოდება "ანა პავლოვა" მან სწორედ ავსტრალიურ გამოცმებში, 1940-იან წლებში მიიღო.

ასე რომ, გაიმარჯვა მეგობრობამ!

 

რეცეპტის სანახავად გადადით ბმულზე