წიგნის კაფე „პიატოს“ საჩუქარი ქართული სამზარეულოს მოყვარულებს - Gemrielia.ge

წიგნის კაფე „პიატოს“ საჩუქარი ქართული სამზარეულოს მოყვარულებს

    წიგნის კაფე ,,პიატო“ არის ადგილი, რომელიც დიდი ხანია საზოგადოების მოწონებას იმსახურებს და დამსახურებლად ითვლება თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კაფედ. ,,პიატო“ მომხმარებლებს შეუდარებელ იტალიურ კერძებს სთავაზობდა, 24 სექტემბრიდან კი ჭავჭავაძის ფილიალში მისულ სტუმრებს ცოცხალ მუსიკასთან, კომფორტულ ინტერიერთან და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, უგემრიელესი ქართული კერძებიც დახვდებათ.

     როგორც კაფის შეფმზარეული მიშა ბერძენიშვილი ამბობს, მოთხოვნა ქართულ კერძებზე დიდი ხანი არსებობდა, მენიუში მათი შეტანის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. შეფმზარეულმა სტუმრებს ისინი ახალი ინტერპრეტაციით შესთავაზა.

    „ჩვენი სტუმრები, მათ შორის უცხოელები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ წიგნის კაფეს, ხშირად გვთხოვდნენ, რომ იტალიურთან ერთად, ქართული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც მიგვეცა. ავარჩიეთ რამდენიმე ისეთი კერძი, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო. ესენია: შემწვარი სოკო შავი ბრინჯითა და პომიდვრით, შემწვარი ხბოს ხორცი პომიდვრის სოუსით, ქათმის სტეიკი ნიგვზის სოუსით, ფხალის ასორტი მჭადით და რა თქმა უნდა, ხაჭაპურის და ყველის როლები.

    თითოეული ეს კერძი ორი კულტურის ნაზავია. ეს არის  ტრადიციული კერძები, რომლებსაც ევროპული ინტერპრეტაცია აქვთ. მსგავს კერძებს სხვაგან ვერსად დააგემოვნებთ. მარტივი ინგრედიენტებისგან ჩვენ შეუდარებელი გემო შევქმენით, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ისინი ყველასგან გამორჩეულია.

   

 

    მაგალითისთვის, ჩვენი ხაჭაპურის ხრაშუნა როლები, ისევე როგორც ყველის როლები, ალპური სულგუნით მზადდება. ეს მათ უსაზღვროდ გემრიელეს ხდის. ჩვენმა სტუმრებმა ყოველთვის იციან, რომ წიგნის კაფე სწორედ ის ადგილია, სადაც უგემერიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. კერძების მომაჯადოვებელი გემო, მყუდრო გარემო და მომსახურების მაღალი ხარისხი განასხვავებს ჩვენს კაფეს სხვა კაფეებისგან“,–განაცხადა ბერძენიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის 7 ნომერში, „ბიბლუსი გალერეაში“ მდებარე წიგნის კაფე პიატო, რომლის არსებობაც უკვე რამდენიმე წელს ითვლის, სტუმრებს რჩეულ იტალიურ და ქართულ კერძებს სთავაზობს. კომფორტული გარემოსა და უგემრიელესი კერძების შეხამება გატარებულ დროს დაუვიწყარს ხდის. რაც შეეხება ქართულ კერძებს, სულ მალე, პიატოს სტუმრებს მისი დაგემოვნება თელავის, ბათუმისა და ჭავჭავაძის ,,პიატოს" გარდა, კანდელაკის N7–ში მდებარე წიგნის კაფეშიც შეეძლებათ.

 

თვალი ადევნეთ პიატოს სიახლეს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე