ტოპ 5 პროდუქტი ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად
ყველამ ვიცით,რომ ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ჯანსაღად ვიკვებოთ. თუმცა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საჭიროა სპეციფიკური საკვები პროდუქტები. მოვამზადეთ სია,რომელშიც შემავალი პროდუქტები აუმჯობესებს ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
1) მწვანე ფერის ბოსტნეული - სავსეა B,C და E ვიტამინებით. ასევე, შეიცავს მაგნეზიუმს,რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა ჩვენი ნერვული სისტემისთვის. B ვიტამინის დახმარებით გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები (ნეიროტრანსმიტერები), რომლებსაც დიდი როლი აკისრიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაში.
2) თევზის ხორცი - ნერვები დაფარულია მიელინის გარსით,რომელთაც ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა აქვთ. ასე რომ , ადამიანებს,რომლებსაც აქვთ ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, შესაძლოა, განუვითარდეთ სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემა.
3) შავი შოკოლადი - მის შემცველობაში შედის ნივთიერება (ფლავონოლი),რომელიც გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. შოკოლადის მიღების შედეგად უმჯობესდება სისხლის ნაკადის მოძრაობა გულისა და ნერვული სისტემისკენ.
*არ იყიდოთ რძიანი და თეთრი შოკოლადი, რადგან მათ ეს ეფექტი არ აქვთ.
4) ბროკოლი - შეიცავს ვიტამინ K-ს,რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის კოგნიტურ უნარებს. კვლევებით დასტურდება,რომ ბროკოლის შემადგენლობაშია ერთ-ერთი რთული ნივთიერება,რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
5) თხილეული - 2004 წელს , ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადასტურდა,რომ თხილეული ეხმარება ორგანიზმს კოგნიტური ფუნქციების შესრულებაში და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეფექტურია ფსიქიკური დაავადებების დროს. ასევე,აუმჯობესებს მეხსიერებას.