„საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად“ - ყველაზე საჭირო ინფორმაცია ბროკოლის შესახებ - Gemrielia.ge

„საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად“ - ყველაზე საჭირო ინფორმაცია ბროკოლის შესახებ

ბროკოლი - მწვანე ყვავილოვანი კომბოსტო რომაული წარსულით


ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში ხმელთაშუა ზღვისპირეთში გამოიყვანეს კომბოსტოს ნაირსახეობა ჟღერადი იტალიური სახელით - ბროკოლი, რაც კომბოსტოს აყვავებულ ტოტს ნიშნავს.

მე-18 საუკუნეში ბროკოლი უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში იყო გავრცელებული. გასული საუკუნის 20-იან წლებში კი იტალიელმა ემიგრანტებმა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩაიტანეს. ასე გახდა ბროკოლი ყველასათვის საყვარელი ბოსტნეული.
 

რატომ გვიყვარს ბროკოლი

- შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმის ორმაგ რაოდენობას, ვიდრე სხვა კომბოსტოს სახეობები.


- ბროკოლის პრაქტიკულად ისეთივე რაოდენობის კალციუმს შეიცვას, როგორც იმავე რაოდენობის რძე.


-მდიდარია რკინით, თუთიით, მანგანუმით, გოგირდით, მაგნიუმით


-შეიცავს ვიტამინების ნამდვილ არსენალს - C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, A.


- შეიძლება გაგიკვიდრეთ, მაგრამ C ვიტამინის შემცველობა ბროკოლში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. დაახლოებით 100 გრ - -    ბროკოლი თითქმის 100 % უზრუნველყოფს თქვენს დღიურ მოთხოვნას C და K ვიტამინზე.


- B1 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო არეგულირებს ნერვული სისტემის მოქმედებას.


- ბროკოლის შემადგენლობაში შედის მეთიონინი და ქოლინი, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას.


- ამ მწვანე ბოსტნეულის შემადგენლობაში სელენი, სულფორაფანი და ანეტოლტრითიონი აქტიურად განიხილება, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ნივთიერებები.


- საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად.


- შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აქტივობას და ხელს


გააგრძელეთ კითხვა