კრემბო
კრემბო
კრემბო – პოპულარული საკონდიტრო ნაწარმი, ყველაზე მეტად გავრცელებულია ისრაელში. იგი წარმოადგენს მრგვალი ფორმის ბისკვიტს გათქვეფილი ცილის (ბეზეს) კრემითა და შოკოლადით. მისი ისტორია XIX საუკუნეში დაიწყო დანიაში. აქედან გავრცელდა ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ევროპაში მას ზოგან “ზანგს” სხვაგან კი “ზანგის კოცნას” უწოდებდნენ თავისი შეფერილობის გამო. ანტირასისტულმა დამოკიდებულებამ მასზეც იქონია გავლენა და ნამცხვარს სახელი შეეცვალა _ ეწოდა “შოკოლადის კოცნა”. ისრაელში ეს ნამცხვარი 1940 წელს შეიტანეს გერმანელმა კულინარებმა. პირველად მას შინაურ პირობებში ამზადებდნენ, 1966 წლიდან კი კომპანია `ვიტმანმა” დაიწყო ნამცხვრის მასობრივი წარმოება და პოლიტკორექტულობისთვის სახელიც შეუცვალა, სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდება.
მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:06 p.m.
ნანახია: 2003