როგორ ვითარდებოდა სამზარეულოს ტექნიკა? - Gemrielia.ge

როგორ ვითარდებოდა სამზარეულოს ტექნიკა?

ელექტრო ჩაიდანი

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ პირველი ელექტრო ჩაიდანი , ლონდონში, სპეციალურად ჩაისთვის გამოიგონეს. სამწუხაროდ, ჩაიდანი ძალიან მოუხერხებელი იყო, რადგან იქიდან გამომდინარე,რომ ელემენტი წყალში მწყობრიდან გამოდიოდა, მისი მიმაგრება გარიდან გახდა საჭირო.

ეს პრობლემა 1922 წელს ლესლი ლარჯმა მოაგვარა.

ალბათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა , რომ ვინმე მსუბუქ და მოსახერხებელ ელექტრო ჩაიდანს გამოიგონებდა. ან თუ წარმოიდგენდა, იფიქრებდა,რომ ასეთის შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლებოდათ. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივადაა, 60 ლარის ფაგლებში უახლესი მოდელის ყიდვას შეძლებთ, სახლიდან გაუსვლელადაც კი.

 

 მაცივარი
საკვები პროდუქტების შესანახად სპეციალურ საწყობებს იყენებდნენ, სანამ 1803 წელს ამერიკელმა თომას მურმა, რომელიც ვაშინგტონისთვის ნაღების კარაქს აწარმოებდა, თავისი ნაწარმის დიდხანს შესანახად, სამზარეულოს მაცივრის პროტოტიპი არ გამოიგონა. ეს იყო ფოლადის თხელი ფურცლებისგან დამზადებული კონტეინერი, რომელშიც ყინულებით დაფარული ხის კასრი იყო მოთავსებული, საიზოლაციოდ კი კურდღლის ტყავი ჰქონდა შემოხვეული. მოგვიანებით, კურდღლის ტყავის ნაცვლად, კორპის ან ნახერხის გამოყენება დაიწყეს. მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან კი მაცივრის განვითარება-დახვეწაზე არაერთმა გამომგონებელმა დაიწყო ზრუნვა.

ყველაზე დახვეწილი საოჯახო ელექტრომაცივარი მხოლოდ 1926 წელს დამზადდა და მისი ავტორი ინჟინერი ქრისტიან სტინსტრუპი გახლდათ. გამოგონების პატენტი კომპანია „General Electric“-მა შეიძინა და 1927 წელს ფართო მოხმარებისთვის განკუთვნილი მაცივრის პირველი მოდელი, მოგვიანებით კი მისი 1 მილიონი ეგზემპლარი გამოუშვა.

ახლა კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ბაზარზე დახვეწილი მაცივრების ძალიან დიდი არჩევანია. ჩვენი საუკუნის მიღწევად თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ თვინ-ქულინგ მაცივარი,რომლის განყოფილებები ისეა დაბალანსებული,რომ თითოულ მათგანში სხვადასხვა ტემპერატურააა.

 

 

მიქსერი

პირველი მიქსერი ჰერბერტ ჯონსონმა 1908 წელს გამოიგონა. მისი თქვით, ეს იდეა მაშინ მოუვიდა,როცა დაინახა მცხობელი,რომელიც ფქვილსა და კვერცხს კოვზით დღვებდა. თავიდან მიქსერს მხოლოდ დიდ საკონდიტროებში იყენებდნენ, რადგან ამ ნივთის ფლობა ფუფუნება იყო.

დღესდღეობით ის ნებისმიერი ჩვენგანის სამზარეულოს განუყრელი ნაწილია და მის გარეშე ცხოვრება ვერავის წაურმოუდგენია. თუმცა, მაინც ძალიან სასიხარულოა სამზარეულოს ტექნიკის დახვეწილი და სასიამოვნო დიაზაინი. სწორედ ასეთი დეტალები სძენს სილამაზეს ინტერიერს.