მხედველობის პრობლემები გაწუხებთ? ნახეთ ტოპ 5 ბუნებრივი ვიტამინი, რომლებიც მხედველობას გაგიუმჯობესებთ - Gemrielia.ge

მხედველობის პრობლემები გაწუხებთ? ნახეთ ტოპ 5 ბუნებრივი ვიტამინი, რომლებიც მხედველობას გაგიუმჯობესებთ

მხედველობის შემცირება გარდაუვალი მოვლენაა ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ თუ იკვებებით სწორად, შეგიძლიათ ეს პროცესი შეანელოთ და მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა. მაგალითად სტაფილო და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მიეკუთვნება საუკეთესო საკვებად მხედველობის დიდხანს შენარჩუნებისთვის,რადგან ეს საკვები მდიდარია ანტიოქსიდანტებით და თვალის ვიტამინებით, მათ შორის C, E, A ვიტამინებით, თუთიით და ა.შ.

 

ლუტეინი

 

 

ლუტეინი იცავს როგორც თვალს ასევე კანსაც.ეს ვიტამინი აღმოჩენილია ისეთ საკვებში, როგორიცაა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხის ცილა, ციტრუსები და სტაფილოსფერი ბოსტნეული. ის ნაწილდება ორგანიზმში განსაკუთრებით თვალის ნაწილებში, როგორიცაა ლინზა და თვალის ბროლი.

 

 

ზეაქსანტინი

 ზეაქსანტინი კაროტინოიდია, რომელიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტს წარმოადგენს. ის იცავს ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებით გამოწვეული ჟანგვითი დეგენერაციისგან. ასევე, იცავს თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებს კატარაქტის განვითარებას.

 

C ვიტამინი

C ვიტამინს გრიპის მკურნალობაზე გაცილებით მეტი შეუძლია. ის ხელს უშლის მავნე, თავისუფალი რადიკალების გავრცელებას და ეხმარება ორგანიზმს, შეიწოვოს სასარგებლო ნივთიერებები.

 

თუთია

თუთია თვალის ბადურის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებლია ელემენტია. განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის – მაკულისათვის. თუთიის დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას.

 

ომეგა 3 

 მას აკისრია უზარმაზარი როლი სხვადასხვა ჯანმრთელობის პროცესებში. ომეგა 3 ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და შეუძლია დაბერების პროცესის შენელებაც. მისი დეფიციტი გამოწვეულია ბევრი გადამუშავებული საკვების, ჰიდროგენური ბოსტნეულის ზეთის და ვეგეტარიანობით, რომელშიც არ შედის თევზი. მას აქვს ქსოვილის დაცვის უნარი. ომეგა 3 -ს უნიშნავენ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ გულის დაავადებები ან ართრიტი. ის არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას , რაც თავისთავად ამცირებს ანთებით პროცესებს, თვალებს ეხმარება დიაბეტით გამოწვეული ზიანის დროს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჩერებს უჯრედების მუტაციის პროცესს.