3 დესერტი რძის პროდუქტების გარეშე - Gemrielia.ge

3 დესერტი რძის პროდუქტების გარეშე

რძეზე ალეგია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიაა ბავშვებში. მდგომარეობას იწვევს ორგანიზმის არასწორი რეაქცია რძის პროდუქტების მიმართ.  რძის მიღების შემდეგ, როგორც წესი, ალერგიული რეაქცია წუთების ან საათების შემდეგ ვითარდება. ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე და მოიცავს ხველას, ღებინებას, გამონაყარს და მონელების პრობლემებს.

ტკბილეულთა უმეტესობა რძეს ან რძის პროდუქტს შეიცავს, ამიტომ , მოგიმზადეთ 5 დესერტის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და რაც მთავარია, არ შეიცავს რძეს!

 

ორცხობილები

 

 

 

ინგრედიენტები:

ფქვილი - 160 გ

დაფქული ჯანჯაფილი - 2 ს/კ

საცხობი სოდა - 1 ს/კ

დაფქული დარიჩინი - 3/4 ს/კ

დაფქული მიხაკი - 1/2 ს/კ

მარილი - მწიკვი

დარბილებული მარგარინი - 170 გ

შაქარი - 200 გ

კვერცხი - 1 ცალი

წყალი - 1 ს/კ

სიროფი - 80 მლ

თეთრი შაქარი - 2 ს/ლ

 

 

 

მომზადების წესი:

პირველ რიგში, გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე, ცხობამდე 15 წუთით ადრე.

ავურიოთ  ფქვილი, საცხობი სოდა, ჯანჯაფილი,მიხაკი, დარიჩინი და მწიკვი მარილი.

აიღეთ ცალკე თასი, მოათავსეთ მასში მარგარინი და 200 გ შაქარი - დღვიბეთ მანამ, სანამ არ მიიხებთ ღია ფერის ფაფუკ მასას. დაუმატეთ კვერცხი, სიროფი და წყალი. გააგრძელეთ დღვება,შემდეგ კი დაუმატეთ წინასწარ მომზადებული ფქვილი ( სუნელებთან ერთად)..

დავამრგვალოთ ცომი , ამოვავლოთ შაქარში და მივცეთ მრგვალი,ბრტყელი ფორმა ( ჭიქით).

აცხვეთ 10 - 12 წუთის განმავლობაში.

 

 

 

შოკოლადის ნამცხვარი

 

ინგრედიენტები:

ფქვილი - 360 გ

შაქარი - 400 გ

მარილი - 1 ჩ/კ

საცხობი სოდა - 2 ს/კ

კაკაოს ფხვნილი - 50გ

მცენარეული ზეთი - 4 ს/კ

თეთრი ძმარი - 2 ს/კ

ვანილის ექსტრაქტი - 2 ს/კ

ცივი წყალი - 500მლ

 

მომზადების წესი:

აიღეთ თასი, მასში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები და აურიეთ კარგად. როცა ერთიან მასას მიიღებთ, დაასხით საცხობ ფირფიტაძე და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში.

ზემოდან შეგიძლიათ გააფორმოთ სიროფით

 

რაჰათ - ლუხუმი ვანილით

 

 

ინგრედიენტები:

შაქარი - 1 ჭიქა

წყალი - 1 ჭიქა

სიმინდის სახამებელი - 1 ჭიქა

შაქრის პუდრა - 1 ჭიქა

ვანილი - 0.2 ს/კ

ლიმონის მჟავა - დანის წვერით

 

 

მომზადების წესი:

შაქრისგან და წყლისგან მოვადუღოთ სიროფი, ჩავაყაროთ სახამებელი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა წამოდუღდება, შევურიოთ ვანილი და ლიმონის მჟავა. მიღებული მასა გადავიტანოთ განიერ თეფშზე, გავაციოთ 4 საათის შემდეგ დავჭრათ რომბებად და ამოვავლოთ შაქრის პუდრაში.