ნაპოლეონი, ოლივიე, წერეთელი და სხვა ცნობილი გვარები, რომლებიც კერძების სახელებად იქცნენ - Gemrielia.ge

ნაპოლეონი, ოლივიე, წერეთელი და სხვა ცნობილი გვარები, რომლებიც კერძების სახელებად იქცნენ

ალექსანდრო მარტინი

 

 

საყოველთაოდაა ცნობილი ისტორია, რომლის მიხედვითაც ეს სასმელი შექმნა ერთმა ადამიანმა, მაგრამ სახელი მას სულ სხვა პიროვნების პატივსაცემად უწოდეს. 1847 წელს რამდენიმე მეწარმემ ტურინთან ახლოს დააარსა ფირმა, რომელიც იმ დროისთვის სრულიად ახალ სასმელს - ვერმუტს აწარმოებდა. სასმელი ლუიჯი როსიმ შექმნა, მაგრამ სახელი მას ფირმის დამაარსებლის -ალექსანდრო მარტინის მიხედვით ეწოდა. თავდაპირველად სასმელს Martini, Sola & Cia ერქვა, შემდეგ მან განიცადა ტრანსფორმაცია და Martini & Rossi დაერქვა, ხოლო საბოლოოდ მას უბრალოდ Martini უწოდეს.


 

ანა მარია ლუიზა ორლეანელი, ჰერცოგინია დე მონპანსიე

 

 

ლუდოვიკო XIII-ეს ძმისშვილს სიცოცხლე ვერ წარმოედგინა პატარა კარამელის კანფეტების გარეშე, რომელსაც ის გამუდმებით ატარებდა მომცრო თუნუქის კოლოფით. იმ დროს ამ ტკბილეულს შაქარყინული ერქვა. ახალი სახელი მას უწოდეს რუსეთში, სადაც პირველად XIX საუკუნეში შეიტანეს. მას მიაკუთვნეს ანა დე მონპანსიეს გვარი, რომელიც ქვეყანაში ცნობილი იყო ალექსანდრე დიუმას რომანების წყალობით.


 

გრაფი დიუ-პლეს-პრალინე, ჰერცოგი დე შუასიე

 

საფრანგეთის დიპლომატსა და მარშალს ჰყავდა შესანიშნავი მზარეული, რომელმაც მოიფიქრა უგემრიელესი დესერტი. მზარეულმა ახალვგამოგონებულ ნუგბარს, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს "პრალინეს" სახელით, გრაფ სეზარის გვარი დაარქვა.


 

პიცა "მარგარიტა"

1889 წლის ერთ მშვენიერ საღამოს მეფე უმბერტო I და მისი მეუღლე მარგარიტა ფლორენციის ქუჩებში დასეირნობდნენ. მოშივებულებმა გადაწყვიტეს, ღარიბების საჭმელი გაესინჯათ. პატარა კაფეში შესულ გვირგვინოსნებს მზარეული გაუმასპინძლდა პამიდვრით, მოცარელათი და ბაზილიკოთი მომზადებული პიცით. ერთი შეხედვით ეს უბრალო კერძი ისე მოეწონა დედოფალს, რომ სასახლეში დაბრუნებულმა თავის მზარეულს უბრძანა, ის სამეფო მენიუში შეეტანა. ასე ეწოდა პიცას მარგარიტას სახელი.

განაგრძეთ კითხვა