როგორ მოვამზადოთ სოსისი სახლში? ჯანსაღი საკვები ბავშვებისთვის
ალბათ ყველას გიყვართ სოსისი და ხშირად მიირთმევთ კიდეც, განსაკუთრებით კი უყვართ ბავშვებს. ბავშვების რაციონში აუცილებელია ჯანსაღი საკვები, ხშირად მშობლები მარკეტში ნაყიდ პროდუქციას არ ენდობიან და სურთ, თავად მოამზადონ მათი პატარების საყვარელი საკვები.
წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელის საშუალებითაც მარტივად და სწრაფად მოამზადებთ სოსისს.
დაგჭირდებათ:
- 1კგ ხორცი
- მარილი
- შავი წიწაკა
- ნიორი
- ცოტაოდენი მუსკატი
გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში ხორცი (წვრილი საცმით), დაამატეთ მითითებული ინგრედიენტები და ხელმეორედ გაატარეთ. ხორცი შეფუთეთ პარკში (სოსისის მსგავსად) და შეინახეთ მაცივრის საყინულეში შემდეგ მოხარშეთ და მიირთვით გემრიელად!