როგორ დავიკლოთ 8 კგ. ერთ კვირაში (დასაშვებია თვეში 1-ჯერ) - Gemrielia.ge

როგორ დავიკლოთ 8 კგ. ერთ კვირაში (დასაშვებია თვეში 1-ჯერ)

იქნებ სასწრაფოდ გსურთ ფორმაში ჩადგომა? - ამას აუცილებლად მიაღწევთ, თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს.

მთავარია ჯანსაღი კვება და რეჟიმის მკაცრი დაცვა.

წესი პირველი: ამ კვირაში არ გამოტოვოთ არცერთი კვება.

ნოყიერი საუზმე ერთხელ დღეში დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. იზრუნეთ, რომ კვებათა შორის შუალედი არ გაგრძელდეს სამ საათზე მეტ ხანს.

 

წესი მეორე: არ იცხოვროთ შიმშილის შეგრძნებით. მოგშივდათ? - ჭამეთ მაშინვე.

ეს დიეტა General Motors-ში შეიმუშავეს გახდომის მსურველი თანამშრომლებისთვის. მათ უნდოდათ დიეტა ყოფილიყო გასახდომი აბებისა და მკაცრი შიმშილის გარეშე. საავტომობილო გიგანტის მიზანი თანამშრომელთა მხარდაჭერა იყო, რომლებიც ქარხნის ოფისებში მუშაობდნენ და არ ყოფნიდათ დრო თავისთვის მიეხედათ.

თუ გსურთ "GM" -ის დიეტით მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, მას მთელი სერიოზულობით მოეკიდეთ. ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია, შეიძინეთ ყველა საჭირო სანოვაგე განსაზღვრული რაოდენოვით. ასე თქვენ დაამტკიცებთ, რომ აუცილებლად შეძლებთ დაიკლოთ კვირაში 5-8 კგ.

პირველი დღე:

ეს ყველაზე მთავარი დღეა თქვენს პროგრამაში, ამიტომ საჭიროა მთლიანად ხილს მივუძღვნათ. მიირთვით ყველა მათგანი რომელიც მოგწონთ, მხოლოდ გამონაკლისია ბანანი. ყველაზე მეტად კი დიეტას ნესვი და საზამთრო უხდება. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ მკაცრადაა აკრძალული სხვა ნებისმიერი საკვების მიღება, იქნება ეს ყველი, სასუსნავი თუ ბოსტნეული.

არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - ესაა 8-12 ჭიქა წყალი. თუ იგრძნობთ შიმშილს, გაზარდეთ ნორმა. შიმშილი კატეგორიულად აკრძალულია.

გააგრძელეთ კითხვა