8 უგემრიელესი და სასარგებლო სუპის რეცეპტი პატარებისთვის
1. ყვავილოვანი კომბოსტოს სუპ-პიურე
ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო — 100 გრ.
ხახვი — 1\2 ცალი
ნაღები — 2 ს. კ.
წყალი ან ბულიონი — 1\2 ჭიქა
ზეითუნის ზეთი — რამდენიმე წვეთი
მარილი და მწვანილი — გემოვნებით
მომზადება:
1. ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ 10-15 წთ-ს მანძილზე.
2. მოთუშეთ ხახვი ზეთში.
3. პატარა ქვაბში მოათავსეთ მოხარშული კომბოსტო, მოთუშული ხახვი > დაანაწევრეთ ბლენდერით > გააზავეთ ბულიონით ან წყლით სასურველ სისქემდე.
4. დაამატეთ ნაღები, მარილი და მწვანილი გემოვნებით.
5. დადგით ქვაბი ცეცხლზე და წამოადუღეთ.
2. სუპი მაკარონით
ინგრედიენტები:
წყალი — 300 მლ.
ქათმის ფილე — 50-100 გრ.
სტაფილო — 1\2 ცალი
მაკარონი (ვარსკვლავები, ალფავიტი... ვერმიშელი) — ერთი მუჭა
კამა, ოხრახუში, მარილი — გემოვნებით
მომზადება:
1. ქათმის ფილე დაჭერით პატარ-პატარა ნაჭრებად > დაასხით წყალი და ხარშეთ 30 წთ. ქაფი მოაცილეთ.
2. დაამატეთ გახეხილი ან კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.
3. დაამატეთ მაკარონი, მწვანილი და მარილი > ხარშეთ იქამდე, ვიდრე მაკარონი მზად არ იქნება.