წითელი თუ მწვანე? ექიმის რჩევები (+ ღუმელში გამომცხვარი ვაშლის და ვაშლის გასახდომი კოქტეილის რეცეპტები) - Gemrielia.ge

წითელი თუ მწვანე? ექიმის რჩევები (+ ღუმელში გამომცხვარი ვაშლის და ვაშლის გასახდომი კოქტეილის რეცეპტები)

თუ არ იცით, რომელი ვაშლი შეიძინოთ – მწვანე თუ წითელი, არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთეთ. მწვანე ვაშლი ნაკლებად შაქრიანია და ამიტომ, ის რეკომენდებულია პირებისთვის, რომლებსაც დიაბეტი აქვთ.

იგივე მიზეზის გამო, წითელი ტკბილი ვაშლი მავნებელია კბილებისთვის, რადგან მას კარიესის გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, მწვანე ვაშლის შემადგენლობაში უფრო მეტი რკინა და С ვიტამინია, ვიდრე წითელში. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭის დაბალი მჟავიანობა აქვს, ხოლო მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, – უპირატესობა წითელ ვაშლს უნდა მიანიჭონ.

მწვანე ვაშლი სასარგებლოა იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანს ჭარბი წონისადმი აქვს მიდრეკილება, ის გაჯერებულია დიეტური ბოჭკოვანებით, В ჯგუფის ვიტამინებით და სხვა საასარგებლო ელემენტებით (იხ. ცხრილი), რაც ამ ვაშლს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარეგულირების და მადის შემცირების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ის აჩქარებს ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ვაშლი დაბალკალორიულია და სითხის შეკავების დაბალი უნარი აქვს. ის ასევე, ჰორმონალური ინსულინის გამომუშავებას და ნაწლავებიდან შაქრის ათვისების პროცესს ანელებს. ეს კი, თავის მხრივ, ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს.

მწვანე ვაშლი სასარგებლოა ალერგიული დაავადების შემთხვევაშიც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი წონისგან გათავისუფლების სურვილი გაქვთ, — შეგიძლიათ მოამზადოთ მწვანე ვაშლის კოქტეილი, რომელიც მხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან კი არა, ორგანიზმში წლების მანძილზე დაგროვებული შხამებისგანაც გაგათავისუფლებთ. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ შედეგს სულ მალე შენიშნავთ, – როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით.

ეს ნატურალური წვენი ასუფთავებს ორგანიზმს წიდების და ტოკსიკური ნივთიერებებისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ინსულტს და ინფარქტს განვითარების შანსს არ უტოვებს.

კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ მწვანე ვაშლი, შვრიის ფანტელი და ლიმონი. ნაზავის ძირითადი ინგრედიენტი ვაშლია, რომელიც ეფექტურად არეგულირებს სხეულის მასას.

 

საჭირო ინგრედიენტები:


მწვანე ვაშლი — 2 ცალი
შვრიის ფანტელი — 125 გრ.

 

გააგრძელეთ კითხვა