„ასე მომზადებულ წათხში ყველი 8-10 თვით ინახება“ - ნახეთ საუკეთესო წათხის რეცეპტი ყველის დიდი ხნით შესანახად - Gemrielia.ge

„ასე მომზადებულ წათხში ყველი 8-10 თვით ინახება“ - ნახეთ საუკეთესო წათხის რეცეპტი ყველის დიდი ხნით შესანახად

ყველის ხანგრძლივი დროით შენახვა ყოველთვის წათხის ხარისხზეა დამოკიდებული. დიდი რაოდენობით ყველი ოჯახში სეზონის შესაბამისად გროვდება - ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე ყველი უფრო იაფია და ცხიმიანიც. ოჯახების უმრავლესობას სწორედ ამ სეზონზე სურს დიდი რაოდენობით ყველის შეძენა, რომ ის მომავალ თვეებში გამოიყენოს. 

გთავაზობთ საუკეთესო წათხის რეცეპტს:

13 ჩაის ჭიქა წყალი
2 ჩაის ჭიქა მარილი

1 ჩაის ჭიქა შაქარი
1 ჩაის ჭიქა ძმარი

იმერული ყველი წათხში 8-10 თვე ინახება. ჭყინტი ყველი კი მაცივარშიც კი ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებს.