რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბავშვს სიმინდს ვაჭმევთ და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას? - Gemrielia.ge

რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბავშვს სიმინდს ვაჭმევთ და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას?

სიმინდი უძველესი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან გავრცელდა. მაიას და აცტეკების ტომების ხალხები მას სიცოცხლის შემანარჩუნებელ საკვებს უწოდებდნენ. 
მოხარშული თუ შემწვარი, ფაფების და სალათების სახით, შინ თუ ცხელ პლაჟებზე - ზაფხულში ის ყველასათვის საყვარელი და მოთხოვნადი საკვებია!

სასარგებლოა თუ არა სიმინდი ბავშვისათვის?

მოდით, ვნახოთ, რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიავს ეს პროდუქტი. 

  • ვიტამინებით დავიწყოთ - B ჯგუფის ვიტამინების კომპლექი იმ ნივთიერებათა ერთობლიობაა, რაც სიმინდს ბავშვისათვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტად აქცევს. ნიაცინი შაქრის და ცილების ცვლაში მონაწილეობს, თიამინი და პირიდოქსინი აუცილებელია მისი თავის ტვინის და ნერვების ფუნქციონირებისათვის.ფოლიუმის მჟავას მარილები სისხლწარმოქნის პროცესში მონაწილეობენ და ანემიის განვითარებისაგან იცავენ. A ვიტამინი აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირების, ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აუჯობესებს კანის სტრუქტურას, მხედველობას. K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესებში მონაწილეობს.
  • სიმინდი იმ მინერალებითაა მდიდარი, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარების, მისი ძვლოვანი, იმუნური, სისხლმბადი სისტემის ფორმირებისათვისაა აუცლებელია, შეიცავს რა დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას და სელენს

განაგრძეთ კითხვა