სამზარეულოს 9 ხრიკი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს! - Gemrielia.ge

სამზარეულოს 9 ხრიკი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!

სახლში კერძების მომზადება ადვილი არ არის. ჯერ ერთი, ეს საკირკიტო სამუშაოა, გარდა ამისა, დიდი დრო იხარჯება არა მხოლოდ მომზადებაზე, არამედ კერძის და საჭირო ინდგრდიენტების შერჩევაზე.

იმისთვის, რომ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდეთ კერძების მომზადების პროცესი, გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც არა მარტო დროის ეკონომიაში დაგეხმარებათ და თქვენს შედევრს უფრო გემრიელს გახდის, არამრდ კერძის მომზადების პროცესს უფრო გაგიმარტივებთ.

 

კულინარიული ხრიკები

1. მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი ადვილად რომ მოსცილდეს, წყალში ერთი ნაჭერი ლიმონი ან ნახევარი კოვზი სოდა ჩაამატეთ.

სამზარეულოს ხრიკი

 

2. რამ შეიძლება გააფუჭოს პელმენები? რა თქმა უნდა, მაგარმა ცომმა. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს და პელმენები პირში დნებოდეს, გარკვეულ მომენტში, ხარშვის დროს, ცივი წყალი უნდა ჩაამატოთ ქვაბში.

 

უფრო კონკრეტულად კი: არ უნდა გაალხვოთ გაყინული პელმენები > მოათავსეთ ის დიდ ქვაბში > ჩაასხით პირამდე წყალი > დადგით ქვაბი ცეცხლზე და წყლის ადუღებას დაელოდეთ > შემდეგ, დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები (გემვნებით), კურკუმა (ბულიონმა მადის აღმძვრელი ფერი რომ მიიღოს). თან ფრთხილად ურიეთ. როდესაც პელმენები ზედაპირზე ამოვა, დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, წვრილ ნაკადად > მეორედ ადუღების შემდეგ, ხარშეთ კიდევ 4–5 წუთი.

ამ ხრიკით, ცომი უკეთესად მოიხარშება და უფრო რბილი, ჰაეროვანი და გემრიელი იქნება.

3. თუ კვერცხის არქონა შეუფერებელ მომენტში აღმოაჩინეთ, მისი ჩანაცვლება ნახევარი ბანანით შეიძლება.

განაგრძეთ კითხვა: