,,პიატოს" და allwine.ge–ს ახალი შეთავაზება ღვინის მოყვარულებს - Gemrielia.ge

,,პიატოს" და allwine.ge–ს ახალი შეთავაზება ღვინის მოყვარულებს

კაფე “პიატო“ და რჩეული ქართული ღვინოების ონლაინმაღაზია www.allwine.ge მომხმარებლებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს.

 



8 ნოემბერიდან, ღვინის
allwine–ში შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, კაფე პიატოს  განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ. კერძოდ, მათ მიერ შეძენილ ნებისმიერი სახეობის ღვინოს  ,,პიატოში“ დააგემოვნებენ, გაივლიან კონსულტაციას შეფმზარეულთან და მთავარ სომელიესთან  რომლებიც მათ ურჩევენ ,თუ რომელი კერძი უნდა დააგემოვნონ ამა თუ იმ სახეობის ღვინოსთან.

 

აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღვინოს Allwine.ge–ში შეიძენენ, წიგნის კაფე „პიატოში“ ძეხვისა და ყველის დაფაზე –20%–იანი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ.

 


შეთავაზება 8 ნოემბრიდან, allwine.ge–ს იმ მაღაზიებში მოქმედებს, რომლებიც წიგნის მაღაზია „ბიბლუსში“ მდებარეობენ. მომხმარებლებს ნებისმიერი სახის ღვინის შეძენა შეუძლიათ, თითოეულ მათგანს კი  კაფე ,,პიატოში“ დააგემოვნებენ.

კაფე ,,პიატო“ სტუმრებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებსა და საინტერესო შეთავაზებებს. კაფეში მათ შეუდარებელი იტალიური და ზოგიერთი ქართული კერძის დაგემოვნებაც შეუძლიათ. ეს არის საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის და საქმიანი შეხვედრებისთვის, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გემოვნებიან, ცოცხალ მუსიკასაც მოუსმინონ.

 

რაც შეეხება www.allwine.ge–ს, ეს არის რჩეული ქართული ღვინოების მაღაზია, რომელიც დიდი ხანია ღვინის მოყვარულების ნდობითა და მოწონებით სარგებლობს.