10 ეშმაკობა, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
1. წვნიანი თუ დაამლაშეთ, მასში გაფცქვნილი კარტოფილი ჩადეთ. ის ზედმეტ მარილს შეიწოვს.
2. თუ გაინტერესებთ, ახალია თუ არა კვერცხი, აიღეთ თასი და ჩაასხით წყალი, დაახლოებით, 10 სმ-ზე და კვერცხები შიგნით ჩაალაგეთ:
I. ახალი კვერცხი ფსკერზე დაეშვება;
II. თუ წყლიდან კვერცხის მხოლოდ ერთი ბოლო გამოჩნდა, პირველ რიგში სწორედ ეს კვერცხი უნდა იხმაროთ.
III. ზემოთ ამოსული კვერცხი ძველია და საკვებად არ გამოდგება.
3. კარტოფილის და მაკარონის ხარშვის შემდეგ დარჩენილი წყალი გააციეთ და ოთახის მცენარეებს დაუსხით. საკვები ნივთიერებები, რომელსაც ნახარში შეიცავს, ძალიან მოეწონებათ მცენარეებს.
4. თუ სახლში თევზები გყავთ, აკვარიუმის დასუფთავების შემდეგ, წყალი არ გადაღვაროთ. ასეთი წყალი აზოტს და ფოსფორს შეიცავს, რაც სასარგებლოა მცენარეებისთვის.
5. ტომარაში მოთავსებული კარტოფილი რომ არ გაიზარდოს, შიგნით ვაშლი ჩადეთ.