ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით! - Gemrielia.ge

ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით!

 

ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც კისრის გარშემო მდებარეობს და პეპლის ფორმა გააჩნია, სხეულის ბევრ ფუნქციაზე შეუძლია დრამატული გავლენა იქონიოს. მისი არასწორი ფუნქციონირება კატასტროფულ შედეგებს იწვევს და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას აზიანებს.

 

სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების გზაზე პირველ ადგილს იკავებს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად სასარგებლო და გემრიელი საკვები უნდა მიირთვათ.

 

ვაშლი - სასარგებლო თვისებების კოქტეილი. ორგანიზმის ყველა სისტემაზე დადებითად მოქმედებს,პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. ფარისებრი ჯირკვლისთვის ძვირფასია, რადგან მას კიბოს უჯრედებისგან იცავს.

 

კიბორჩხალას ხორცი და ზღვის პროდუქტები - შეიცავენ B12 ვიტამინს და თუთიას, რომლებიც სხეულის იმუნური სისტემის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. ყურადღება მიაქციეთ: დაკონსერვებული კიბორჩხალას ხორციც სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.

 

ზღვის კომბოსტო - შეიცავს იოდს და კიდევ 40 ვიტამინსა და ელემენტს, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს დაავადებებისგან იცავს. განაგრძეთ კითხვა