რა გავლენას ახდენს ორგანოებზე დღეში 3 ჭიქა ყავა?
მრავალი წლის განმავლობაში ყავა კამათს იწვევდა: მეცნიერები იკვლევდნენ, კოფეინის მუდმივი მოხმარება ჯანმრთელ ადამიანზე კარგ გავლენას ახდენდა თუ არა. ბოლო კვლევები გაახარებთ მათ, ვინც ამ არომატულ სასმელზე გიჟდება, - ყავას ორგანიზმისთვის სარგებელი მოაქვს, არათუ ზიანს აყენებს მას.
ყავის სასარგებლო თვისებები საკმაოდ მოულოდნელი და ყურადღების ღირსია. ამის ნათელი მაგალითია - ყავის მოქმედება ღვიძლზე. ღვიძლი და ყავა ყოველთვის ანტაგონისტები იყვნენ. ვის არ სმენია, რომ ყავა ღვიძლისთვის საკმაოდ მძიმე პროდუქტია? დასკვნის მიხედვით, რომელიც მეცნიერებმა ღვიძლით დაავადებულ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად გააკეთეს, ყავას შეიძლება მედიკამენტი ვუწოდოთ.
ყავის სასარგებლო თვისებები
ეს სასმელი ღვიძლში ღვიძლის ფერმენტის დონეს ამცირებს და ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურს ამცირებს. C ჰეპატიტით დაავადებულმა ადამიანებმა ყავა უნდა დალიონ, რომ დაავადებამ პროგრესირება არ განიცადოს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩვეულებრივ ყავას, არამედ ყავას, რომელიც კოფეინს არ შეიცავს! ერთადერთი პროდუქტი, რომლის მიღებაც ნამდვილად არ ღირს, ხსნადი ყავაა. ხსნად ყავას სარგებელი არ მოაქვს.
სიმსივნის დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა (მერილენდის შტატი, აშშ) ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ ყავა სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს, ასევე C ჰეპატიტით გამოწვეულ ღვიძლის ციროზის მაჩვენებლის ზრდას ამცირებს.
უფრო დაბალი ინსულინი და ნაკლებად გამოხატული ცხიმოვანი ჰეპატოზის სიმძიმე გამოუვლინდა ყველა პაციენტს, რომლებიც დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის ყავას მიირთმევდნენ. ექსპერიმენტი თითქმის 4 წელი მიმდინარეობდა და ამ დროის განმავლობაში მეცნიერები ყავის უდავო სასარგებლო თვისებების შესახებ დარწმუნდნენ.
ყავა გასაოცარი პროდუქტია. ის სასარგებლოა არა მხოლოდ ღვიძლისთვის. ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტების იმავე რაოდენობას, რამდენსაც ხილი და ბოსტნეული! თუ რაიმე სახის ინფექციის გეშინიათ, ყავა უფრო ხშირად დალიეთ. ყავას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ინფექციის განვითარებას ხელს უშლის. განაგრძეთ კითხვა