როგორ მივხვდეთ, რომ იოდი გვაკლია და რა კავშირი აქვს ამას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან?
კანის სიმშრალე, სიფერმკთალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მსხვრევა, შეშუპება სახის, კიდურების, ქუთუთოების, ჩამქრალი თვალები, დაღლილობა, ძილიანობა, უხასიათობა და ა.შ. - ეს ყველაფერი იოდის ნაკლებობის ბრალია ორგანიზმში. თუ ორგანიზმს საკმარისი იოდი აქვს - მაშინ ქალის თვალები ბრწყინავს! ფრენა სურს!
ამ მიკროელემენტის ნაკლებობა ორგანიზმში საშიშია, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე დამოკიდებულია არა მარტო ჩვენი გარეგნობა - ჰორმონალური სისტემაც. ბავშვებში იოდის ნაკლებობა იოლად გამოიხატება - კონცენტრირებას ვერ ახდენს სკოლის გაკვეთილებზე, იოლად იღლება, ჭირვეულობს.
დაეხმარეთ თქვენს და თქვენი შვილების ორგანიზმს!
ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირყვლის ფუნქციის დაქვეითება)– უწყინარი და პატარა რამ არაა...მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ იოდი დაამატონ მარილშიც, სხვადასხვა მშრალ სადილშიც, ბავშვის საკვებშიც, ეს საკმარისი მაინც არაა!
დავიწყოთ სინჯით _ საღამოს ძილის წინ იოდით გაუსვით 3 ზოლი_ 10 სმ_ მარჯვენა ხელის გარეთა მხარეზე _წინა მხარზე.
პირველი ზოლი _ ყველაზე ძლიერი ინტენსივობის ფერი, მეორე- სუსტი, მესამე ყველაზე სუსტი.
დილით ნახეთ ეს ზოლები, რომელი ფერი შეიწოვა თქვენმა კანმა.
– იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე სუსტი ფერის ზოლი აითვისა ორგანიზმმა, ნიშნავს იმას, რომ იოდი ორგანიზმს ყოფნის, მაგრამ პროფილაქტიკისთვის შემოდგომა- ზამთრის პერიოდში, გამოკვება მაინც უნდა ორგანიზმს.
– იმ შემთხვევაში, თუ სუსტი და საშუალო ზოლის კვალი აღარაა _ ორგანიზმს იოდი ჭირდება!
– იმ შემთხვევაში კი, თუ სამივე ზოლის კვალია გამქრალი დილით _ საგანგაშოა! განაგრძეთ კითხვა